ნავთობის გიგანტის, Shell-ის განცხადებით, ნავთობის წარმოება ყოველწლიურად შემცირდება
ნავთობის გიგანტმა Royal Dutch Shell-მა განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვების საუკეთესო წლები უკან დარჩა.
კომპანია ელოდება, რომ ნავთობის მოპოვება ყოველწლიურად ერთიდან ორ პროცენტამდე შემცირდება. ამიტომ კომპანია ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ენერგიის უფრო სუფთა წყაროების მოპოვებაზე გადაერთოს.
Royal Dutch Shell ნავთობის წარმოების მხრივ, სიდიდით მსოფლიოში მეხუთე კომპანიაა. ამიტომ, ბევრი ამ განცხადებას სკეპტიკურად უყურებს. თუმცა, ეს დაღმავალი ტენდენცია შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ სხვდასხვა სისტემები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალური ბრძოლისთვის ერთიანდებიან.
30 წლიანი გეგმა
CNN-ის თანახმად, Shell-მა ადრეც აიღო ვალდებულება, რომ 2050 წლისთვის გამონაბოლქვს საერთოდ აღარ წარმოქმნიდა. ეს გეგმა სუფთა ენერგიის წარმოებაში ინვესტიციებს, ტყეების აღდგენას და გარემოს მოფრთხილებას მოიცავს. თუმცა, ახალი განცხადება იმის შესახებ, რომ თვითონ ნავთობის მოპოვება შემცირდება, ძალიან მნიშვნელოვანია.
კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლამ და კორონავირუსის ფაქტორმა, ნავთობზე მოთხოვნა საგრძნობლად შეამცირა. CNN-ის თქმით, ინდუსტრია პრეპანდემიურ პოზიციებს ვეღარასდროს აღიდგენს.
თუმცა, კლიმატის სამოქმედო გეგმის მიუხედავად, Shell წელიწადში დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მაინც გეგმავს და ეს ყველაფერი მხოლოდ ახალი ნავთობგადამამუშავებელი დანადგარებისთვის.
ამიტომ, ჯერ ზუსტად იმის თქმა რთულია, თუ როდის მივიღებთ რეალურ ეკოლოგიურ დივიდენდებს.
კომენტარები