კოსმონავტებს შორის COVID-ის გავრცელების პრევენციისთვის ნასა Fitbit-ის საათებს იყენებს
კოსმონავტებსა და ზოგადად, თანამშრომლებს შორის COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასარიდებლად ნასა Fitbit-ის საათებს იყენებს. ამ პროგრამაში 1000 თანამშრომელია ჩართული და მათ შორის 150 ასტრონავტია.
მაჯის ჭკვიან საათებს შეუძლიათ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესების მეთვალყურეობა, მათ შორის, ტემპერატურის გაზომვა. შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნასაში იმედოვნებენ, რომ კორონავირუსის ტრეკინგს შეძლებენ:
"ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ გულისცემის მონიტორინგითა და სხვა საკვანძო კომპონენტების შეგროვებით, ჭკვიან საათებს შეუძლიათ გრიპის მსგავსი სიმპტომების ამოცნობა, რაც COVID-19-ის სწრაფ აღმოჩენაში და შემდგომ პრევენციაში გვეხმარება".
ეს მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ კოვიდის გავრცელება ადამიანს სიმპტომების გამოვლენამდე შეუძლია.
ნასა ამ ყველაფერს წარმოიდგენს, როგორც სამომავლო შესაძლებლობას და მანამ, სანამ მას თანამშრომლების სხვა ნაწილზეც გაავრცელებს, დაკვირვების წარმოებას განაგრძობს.
სიახლე მას შემდეგ გავრცელდა, რაც Mount Sinai-იმ იგივე შესაძლებლობა ეფლის საათების მეშვეობით აღმოაჩინა.
კომენტარები