ისტორიაში პირველად, Steam ჩინეთში შევიდა
Steam (თამაშების ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია) მსოფლიოს ყველაზე დიდ გეიმინგ ბაზარზე, ანუ ჩინეთში, ოფიციალურად შევიდა. კომპანიამ თანამშრომლობა ადგილობრივ MMORPG თამაშების მწარმოებელ სტუდიასთან, Perfect World-თან დაიწყო.
მოგეხსენებათ, ჩინეთში ბევრი რამ შეზღუდულია, ამიტომ სთიმის ჩინურ ვერსიაში ჯერჯერობით, მხოლოდ 41 თამაშია წარმოდგენილი. შედარებისთვის, გლობალურ ვერსიაში 48 000 თამაში იყრის თავს.
ჩინეთის მთავრობას დიდი ხნის განმავლობაში აკრძალული ჰქონდა ნებისმიერი სახის აზარტული და ისეთი თამაშიც კი, სადაც ძალადობა, გვამები ან უბრალოდ, ბევრი სისხლი ჩანს, ამ ყველაფერს კი ახალგაზრდებზე ზრუნვის მოტივით ხსნიდა.
სთიმის თქმით, ყველა თამაში, რომელიც მათი პლატფორმის ჩინურ ვერსიაზე მოხვდება, შემოწმებას მთავრობისგან გაივლის.
Valve-სთვის ეს დიდი ნაბიჯია. ჩინური ბაზრის ათვისება კომპანიისათვის კოლოსალურ მოგებას მოიტანს.
კომენტარები