ეს ტელესკოპი იმდენად მძლავრია, რომ ციური სხეულების უპრეცედენტოდ დეტალური დაკვირვების საშუალებას გვაძლევს
ვირჯინიას შტატში მდებარე Green Bank Telescope-მა (GBT) მნიშვნელოვანი განახლება მიიღო, რაც მეცნიერებს დედამიწასთან ახლო მყოფი ციური სხეულების უპრეცედენტოდ დეტალური დაკვირვების საშუალებას აძლევს.
განახლების მიღების შემდეგ, ასტრონომები მთვარეზე Apollo 15-ის მისიის დაჯდომის ადგილს დააკვირდნენ. ტელესკოპი იმდენად მძლავრია, რომ მთვარეზე 5 მეტრის დიამეტრის ობიექტების დანახვის საშუალებას იძლევა.
ტელესკოპის ახალი რადიო გადამცემითაა აღჭურვილი, რომელიც Raytheon-მა შექმნა. მანამდე GBT უბრალოდ რადიოსიგნალების მიმღები იყო, თუმმცა ტრანსმიტერის მეშვეობით, ახლა GBT სიგნალებს Wide Very Long Baseline Arra (VLBA) საანტენო სისტემას უგზავნის. მეცნიერები გამოსახულებას ამუშავებენ და ძალიან მაღალი გაფართოების და ხარისხის სურათს ხედავენ.
პროექტზე მუშაობა 2 წელი მიმდინარეობდა და წარმატებით დასრულდა. ამით შთაგონებული მეცნიერები გეგმავენ, რომ 500 კილოვატიანი სარადარო სისტემა გააკეთონ, რომელსაც კიდევ უფრო მძლავრი ტრანსმიტერი ექნება, რისი დახმარებითაც მკვლევრები ნეპტუნზე და ურანზე ძალიან დეტალურ დაკვირვებას შეძლებენ.
კომენტარები