Apple-ის კაბელები აიფონის მომხმარებელთათვის ყოველთვის წარმოადგენდა პრობლემას. ისინი გამძლეობით არასდროს გამოირჩეოდა, რამდენიმე თვეში რეზინი ცვეთას იწყებდა და ხშირ შემთხვევაში იქამდეც კი მიდიოდა, რომ ტელეფონს საერთოდ აღარ ტენიდა. ამ ყველაფერს ემატებოდა ისიც, რომ თეთრი კაბელი ფერს მალე იცვლიდა და ყვითლდებოდა.

როგორც ჩანს, ეფლმა ამის გამოსწორება გადაწყვიტა და თუკი AppleInsider-ს დავუჯერებთ, მათ ახალი ტიპის დამტენის კაბელი დააპატენტეს. პატენტის გაანალიზებით ვხედავთ, რომ ის უფრო მკვრივი და გამძლე იქნება. მიუხედავად ამისა, კაბელის სისქე არ გაიზრდება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებს ეფლი ასეთი კაბელების წარმოებას, თუმცა ის ფაქტი, რომ კომპანია ამ საკითხზე სერიოზულად დაფიქრდა ნამდვილად საგულისხმოა.