Apple-ის VR სათვალე შეიძლება 3 000$ ღირდეს და 8k გამოსახულება ჰქონდეს
საიდუმლო არაა, რომ Apple ძვირადღირებულ VR მოწყობილობაზე მუშაობს, რომელიც შეიძლება 2022 წელს გამოვიდეს. The Infromation-ის ანგარიში მომავალი პროექტის შესახებ მეტ ინფორმაციას გვთავაზობს. ამ უკანასკნელის მიხედვით, მოწყობილობა დაახლოებით 3 000$ შეიძლება ღირდეს, რაც სხვა VR მოწყობილობებზე ბევრად ძვირია. მაგალითად, ყველაზე ცნობილი Oculus Quest 2 მხოლოდ 299$ ღირს.
Apple-ის VR მოწყობილობის დიზაინზეც არსებობს "ჭორები". მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, მისი გარეგნობა Apple-ის სხვა პროდუქციის დიზაინისგანაც "სესხულობს" დეტალებს. Appe-ის VR სავარაუდოდ 12 კამერით და LIDAR სენსორებით იქნება აღჭურვილი, რითაც ის კიდურების მოძრაობისა და ოთახის "აღქმას" შეძლებს, რადგან უფრო დამაჯერებელი ვირტუალური რეალობა შექმნას.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის მიხედვით, ამ VR-ს 8K გამოსახულება ექნება. სავარაუდოდ, მასში გამოყენებული იქნება "თვალის ტრეკერი", რომელიც აღიქვამს სად იყურება მომხმარებელი და 8K გამოსახულებაში სურათი მზერის მიმართულებით გამოჩნდება, დანარჩენი ეკრანი კი, სავარაუდოდ, არააქტიური იქნება. ამით, ელემენტის დაზოგვა იქნება შესაძლებელი.
გაჟონილი ინფორმაციის მიუხედავად, Apple-ის VR მოწყობილობა შეიძლება კიდევ რამდენიმე წელი ვერ ვიხილოთ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები