Instagram-ის ახალი ფუნქცია საშუალებას მოგვცემს წაშლილი პოსტები აღვადგინოთ
Instagram წინ სრაფი ნაბიჯებით მიიწევს და იმისათვის, რომ კონკურენციას გაუძლოს, მრავალ სიახლეს გვთავაზობს.
კომპანიამ, სულ ახლახან, ახალი ფუნქცია — Recently Deleted წარადგინა, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებლებს შეეძლებათ წაშლილი ფოტოები და პოსტები მარტივად აღადგინონ. ამისათვის საჭირო იქნება, რომ ინსტაგრამს ჩვენი ვინაობა დავუდასტუროთ და დავარწმუნოთ, რომ ანგარიში მართლაც ჩვენ გვეკუთვნის.
ანგარიშზე წვდომის მოპოვების შემდეგ ჰაკერები პოსტებს ხშირად უშლიდნენ მომხმარებლებს და მათი აღდგენის არანაირი გზა აქამდე არ არსებობდა. ახლა კი შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ ფუნქციის მეშვეობით, ბევრად უფრო დაცულები ვართ.
ფოტოები, ვიდეოები, IGTV კონტენტი და სხვა ყველაფერი, რისი წაშლაც შეიძლება, დღეიდან "ახლახანს წაშლილთა" ფოლდერში გადაინაცვლებს და 30 დღის განმავლობაში შეინახება, ამ დროის გასვლის შემდეგ კი ავტომატურად წაიშლება.
იმისათვის, რომ წაშლილ კონტენტს მივაგნოთ, შემდეგი გზა უნდა გავიაროთ — Settings > Account > Recently Deleted.
ეს ფუნქცია აპლიკაციის ბოლო ვერსიაში გამოჩნდება, ამიტომ ყურადღებით იყავით და მისი განახლება არ დაგავიწყდეთ.
კომენტარები