ეგვიპტელი და დომინიკელი მეცნიერებისგან შემდგარმა გუნდა ტაპორისის მაგნას ტაძარში ძველი საბერძნეთის და რომის დროინდელი 16 სამარხი აღმოაჩინა სადაც არც თუ ისე კარგად შენახული მუმიები იყვნენ.

უცნაური ისაა, რომ ამ მუმიებს პირის ღრუში მოოქროვილი ამულეტები ჰქონდათ. ეგვიპტელების რწმენის გათვალისწინებით, სავარაუდოდ ეს ოქროს ამულეტები გარდაცვლილთათვის "საიქიოში" ენის ფუნქციას ასრულებდნენ, რათა ისინი ოსირისის სასამართლოზე წამდგარიყვნენ.

ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ოსირისი "მიწისქვეშეთის" მმართველი იყო და მოსამართლის ფუნქციას ასრულებდა.

ფოტო: EGYPTIAN MINISTRY OF ANTIQUITIES

ერთ-ერთი მუმია ადამიანის ფორმის სარკოფაგში იყო მოთავსებული, რომელსაც თავზე კობრას გვირგვინი ჰქონდა და კისერზე არწივის ყელსაბამი ეკიდა, რომელიც ღმერთი ჰორუსის სიმბოლოა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე იგივე ტაძარში კლეოპატრა VII-ის გამოსახულებიანი მონეტებიც იპოვეს. კლეოპატრა ბერძნულად მოსაუბრე პტოლემაური დინასტიის უკანასკნელი მმართველი იყო. მისი სიკვდილის შემდეგ, ეგვიპტეს რომაელები მართავდნენ.