2021 წლის ბოლოს SpaceX კოსმოსში ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან შემდგარი ეკიპაჟის გაგზავნას გეგმავს
ილონ მასკის SpaceX 2021 წლის ბოლოს კოსმოსში ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან შემდგარი ეკიპაჟის გაგზავნას გეგმავს. ამ საქველმოქმედო მისიას ტექ მეწარმე ჯარედ აიზეკმენი უხელმძღვანელებს. კომპანიამ თავის პრეს რელიზში განაცხადა, რომ SpaceX-ის Crew Dragon-ზე აიზეკმენთან ერთად კიდევ სამი ადამიანი იქნება და ისინი დედამიწის გარშემო ორბიტაზე იმოძრავებენ.
ჯარედ აიზეკმენმა, გამოცდილმა პილოტმა და Shift4 Payment-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მან წმინდა იუდა იაკობისის ბავშვთა კვლევითი საავადმყოფოს უკვე 100 მილიონი დოლარი გადასცა და უნდა, რომ ამ პროექტით მათ დამატებით 200 მილიონი დოლარის მიღებაში დაეხმაროს. ეკიპაჟი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აიზეკმენის გარდა სამი ადამიანისგან შედგება, ერთ-ერთი მათგანი კი უკვე არჩეულია. SpaceX-ის განცხადებით ეკიპაჟის სრული სია ამ კვირაში გახდება ცნობილი.
"ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ მიზნისკენ, რომ კოსმოსი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდდეს", — განაცხადა მასკმა და ისიც დაამატა, რომ SpaceX დროთა განმავლობაში ხარჯების შემცირებას აპირებს ამ მიზნისთვის.
მისია, რომელსაც Inspiration4 ეწოდება, SpaceX-ის 39A გასაშვები საიტიდან, NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრიდან გაეშვება. ფრენამდე ეკიპაჟის წევრები გაივლიან სპეციალურ წვრთნას. "განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ცის მექანიკას, მოძრაობას მიკროგრავიტაციის პირობებში, ნულოვანი გრავიტაციის პირობებში და სხვა სახიდ გამოცდებს". ოთხი ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჟი Crew Dragon-ის რკოს ფორმის კაფსულაში დაახლოებით ხუთ დღეს გაარტარებს. ისინი დედამიწას საშუალოდ 90 წუთში ერთხელ შემოუვლიან.
"მისია დაახლოებით ორიდან ოთხ დღემდე გაგრძელდება, თუმცა თუ უფრო დიდხანს უნდათ გაჩერება, არც ეგაა პრობლემა", თქვა მასკმა. მან და აიზეკმენმა წვრთენის შესახებ ძალიან მცირე დეტალები გაამხილეს, მაგრამ ეს სამი ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანი საკმაოდ ხანგრძლივ წვრთნებს გაივლიან — მათ ერთმანეთის გაცნობა მოუწევთ იქამდე, სანამ სანამ რამდენიმე დღეს Crew Dragon-ის კაბინაში გამოკეტილებს არ მოუწევთ ყოფნა.
"ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად გავიცნობთ გაფრენამდე, იმაზე ბევრად უფრო ადრე, სანამ Dragon-ში ვიქნებით ღვედებით დაბმულები, ამის პირობას ვდებ", ამბობს აიზეკმენი.
ეკიპაჟის წევრები ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად იქნებიან ამ წვრთნებისთვის. ისინი სიმაღლეში 2 მეტრს არ უნდა აღემატებოდნენ. ასევე უნდა იწონიდნენ 115 კილოგრამზე ნაკლებს. თუ მისია 2022 წლისთვის გადაიდება, ეკიპაჟის წევრები "ალტერნატიულ ჯილდოდ" 150 000 დოლარს მიიღებენ.
SpaceX-მა კოსმოსში უკვე ორი ეკიპაჟი გაუშვა, მაგრამ მათი წვრთნები NASA-ს ასტრონავტებთან ეთად მიდიოდა — მათ შორის იაპონიის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტებთან ერთად — და ეს იყო მთავრობის მიერ დაფინანსებული ვიზიტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. SpaceX-ის უახლესი კერძო ასტრონავტების მისიის — Ax-1 მისიის გაშვება ასევე 2021 წლის ბოლოს იგეგმება. მისი ეკიპაჟი შედგება ოთხი კერძო ასტრონავტისგან და თითოეული მათგანი გადაიხდის 55 მილიონ დოლარს რვა დღიანი მოგზაურობისთვის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. 2018 წელს მასკმა გამოაცხადა, რომ იაპონელი მილიარდელი იუსაკუ მიეზავა იმოგზაურებს მთვარის გარშემო SpaceX-ის ახალი სარაკეტო სისტემით Starship, რომელიც ამჟამად მუშავდება.
აიზეკმენმა განაცხადა, რომ მათ დაიწყეს ფულის შეგროვების ყველაზე მასშტაბური კამპანია წმინდა იუდა იაკობისის ბავშვთა საავადმყოფოსთვის. "თუ ჩვენ გავაგრძელებთ წინსწვლას კოსმოსში, მაშინ ვალდებულები ვართ, რომ იგივე გავაკეთოთ აქაც, დედამიწაზე", — ამბობს იგი.
კომენტარები