ილონ მასკი ამბობს, რომ Tesla Model S-ში Cyberpunk 2077-ისა და The Witcher 3-ის თამაშს შეძლებთ
გეიმინგი მანქანაში.
გასულ კვირას, ილონ მასკმა ტვიტერზე იკითხა, უნდოდათ თუ არა მის გამომწერებს The Witcher-ის თამაში ტესლაში შეძლებოდათ. Model S-ის განახლებულ დიზაინში კი ფანებს შეუძლიათ ნახონ, რომ მათი ეს ოცნება უკვე ახდა.
უახლესი Model S აღჭურვილია 10 ტერაფლოპის მქონე გეიმინგ კომპიუტერით, რომელიც მანქანაში გეიმინგს, უახლესი კონსოლებისა და სწორედ ამ კომპიუტერის დახმარებით ხდის შესაძლებელს. მეტიც, Model S-ს ექნება უსადენო კონტროლერი, რომელიც მანქანის ნებისმიერი სავარძლიდან თამაშს გახდის შესაძლებელს.
Model S-ის ინტერიერი 2012 წლიდან პირველად შეიცვალა მნიშვნელოვნად. მასში ეკრანები ჭარბობს, მათ შორის, 17 ინჩიანი ცენტრალური ეკრანი და 8 ინჩიანი ეკრანი უკანა სავარძელზე მოკალათებულთათვის. (აღსანიშნავია, რომ უკანა ეკრანიც იგივე გეიმინგ შესაძლებლობებს გვთავაზობს, როგორსაც წინა). ტესლა გვპირდება 2200×1300 გაფართოებასა და ულტრა მკვეთრ ფერებს. გარდა ამისა, ცენტრალური ეკრანი კარგი თაჩსქრინია გართობისა და გეიმინგისთვის, სადაც არ უნდა იყოთ.
ასევე იხილეთ: ნახეთ: Tesla-მ ახალი Model S-ის ფოტოები გაავრცელა და ის კოსმოსურ ხომალდს მოგაგონებთ
შუშის სახურავი, 22 დინამიკისგან შემდგარი აუდიოსისტემა, ამბიენტ განათება, სავარძლების ვენტილაციისა და გათბობის ფუნქცია, კლიმატის კონტროლის შესაძლებლობა და სხვა მახასიათებლები ამ მანქანას საუკეთესო ადგილად აქცევს გეიმინგისთვის და არამხოლოდ. თუმცა, ძირითადი აქცენტი, როგორც ჩანს, მაინც გეიმინგზეა.
ილონ მასკის ბოლო ტვიტებს თუ გავითვალისწინებთ, უკვე ოფიციალურად ვიცით, რომ Model S-ში Cyberpunk 2077-ისა და The Witcher 3-ის თამაშია შესაძლებელი.
კომენტარები