საუკეთესო თამაშები, რომელთა გადმოწერაც Android-ზე შეგიძლიათ
00წაკითხვა00კომენტარი00გაზიარება
Google Play Store-ში ასობით ათასი აპლიკაციაა და მრავალი მათგანი თამაშს წარმოადგენს. აქ თამაშები იმდენად პოპულარულია, რომ პირველი ჩანართი, რომელსაც ხედავთ Play Store-ის გახსნისას, არის თამაშების განყოფილება.
მათგან თქვენთვის მოსახერხებელი და საინტერესო თამაშის პოვნა, ალბათ, მაინც გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ იმისათვის, რომ თქვენთვის თამაშების შერჩევის პროცესი გაგვეადვილებინა, საუკეთესო Android თამაშები ცხრა კატეგორიად დავყავით და თავიანთ ჟანრებში მოვაქციეთ, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ მოსახერხებელი გადასვლის ფუნქციით. თქვენ შეძლებთ პირდაპირ გადახვიდეთ თქვენთვის სასურველ გვერდზე და დაათვალიეროთ თამაშები სასურველი კატეგორიებიდან.
RPG თამაშები
მართალია, სმარტფონს არ აქვს RPG თამაშების ისეთივე შთამბეჭდავი მახასიათებლები, როგორც კომპიუტერსა და კონსოლებს, მაგრამ არსებობს რამდენიმე განსაკუთრებით კარგი ვიდეოთამაში Android-ისთვის:
სროლების მსგავს რამეს ეძებ? მაშინ ეს კატეგორია მხოლოდ შენთვისაა. პირველი პირის შუთერიდან მესამე პირის შუთერამდე, ეს თამაშები სავსეა მოქმედებებით, იარაღებით, ტყვიებით. კიდევ რისი თქმა შემიძლია? უბრალოდ გადახედე და ამოარჩიე შენთვის საუკეთესო.
შესანიშნავია, როდესაც გსურთ დროის მოკვლა თავსატეხი თამაშებით, მსგავსი ტიპის თამაშები ათეულობით ათასია Play Store-ზე და ზოგი მათგანი კი უბრალოდ შესანიშნავია. ძალიან კარგია თუ თავსატეხი თამაშები გაინტერესებთ, ხოლო თუ არ გაინტერესებთ, აირჩიეთ რომელიმე ქვემოთ მოცემული და დარწმუნდებით, რაოდენ სასიამოვნო და სასარგებლოა დროის გაყვანა თავსატეხებით.
ეს ძალიან ზოგადი კატეგორიაა და მასში შესაძლოა სხვა ჟანრის თამაშების მრავალ დეტალს წააწყდეთ. Platformers თამაშები კლასიკური სტილის თამაშებია და ის ძალიან კარგად გამოიყურება სმარტფონებზე.
თავსატეხი თამაშების მსგავსად, სტრატეგიული თამაშებიც მოითხოვს თქვენს ყურადღებასა და ნებისყოფას. სტრატეგიული თამაშებით არა მხოლოდ გართობა, არამედ კარგი უნარების გამომუშავებაც შეგიძლიათ, ხოდა რაღას ელოდები? აირჩიე და შეუდექი თამაშს.
ისევე როგორც თავსატეხი და პლატფორმერი თამაშები, Sims თამაშები მოიცავს მრავალფეროვან შესაძლებლობებს. ამ ჟანრის თამაშების არსი ის არის, რომ თქვენ რაღაც სიმულაციაში იმყოფებით, შეიძლება იყოთ ღმერთი ან ფერმერი. უმეტესწილად, ამ ტიპის თამაშები დროის სასიამოვნოდ გასაყვანად არის შექმნილი. აქ შეძლებთ დროის მოკვლას და კარგი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
Racing თამაშები მობილური თამაშების ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანია ჟანრია, არსებობს ამ ჟანრში მრავალი კარგი თამაში, რადგან ეს არის კიდევ ერთი ჟანრი, რომელიც ძალიან კარგად გრძნობს თავს მობილურ პლატფორმებზე. ხოლო ჩვენ ისღა დაგვრჩენია, შემოგთავაზოთ რამდენიმე მათგანი.
რთულია ვთქვათ, რომ სპორტული თამაშები Android-ზე და ზოგადად, სმარტფონებზე ბრწყინავს, მაგრამ არსებობს რამდენიმე კარგი სპორტული თამაში, რომელიც თქვენს ყურადღებასა და მოწონებას ნამდვილად დაიმსახურებს.
ეს თამაშის შედარებით ახალი ფორმაა — Augmented Reality. AR უნიკალურ უპირატესობას ანიჭებს ჩვენს ტელეფონებში ჩამონტაჟებულ ტექნიკურ დეტალებს, რომ გვაძლევს ახალ შესაძლებლობებს. ეს საშუალება სხვა პლატფორმებზე, ძვირადღირებულ დამატებით აპარატურას საჭიროებს, სმარტფონების შემთხვევაში კი საქმე შედარებით მარტივადაა.
საბოლოო ჯამში, კარგი ჩამონათვალი გამოგვივდა. თავი მოვუყარეთ გამორჩეულ თამაშებს, რომელთაგან ზოგი ფასიანია, ზოგი კი — უფასო. მაგრამ მათ საერთო ერთი აქვთ — იზრუნონ თქვენ კარგ განწყობაზე, განვითარებასა თუ გართობაზე და სასიამოვნოდ გაგატარებინოთ დრო.
კომენტარები