Apple-მა დააპატენტა მოწყობილობა, რომელიც AirPods-ებს "თვითშეგნებას" აუმაღლებს
Apple-მა ახლახან დაარეგისტრირა პატენტი, რომელიც AirPods-ებს "თვითშეგნებას" აუმაღლებს.
Business Insider იუწყება, რომ პატენტში ნახსენებია "სატარებელი აუდიო მოწყობილობა", რომელიც AirPods-ებს შესძენს უნარს, ავტომატურად დაარეგულირონ ხმა და აუდიო ბალანსი იმის მიხედვით, თუ სად არის და რას აკეთებს მისი მომხმარებელი.
Business Insider-ის მიხედვით, თქვენი ადგილმდებარეობისა და თქვენ გარშემო არსებული ხმების საფუძველზე, სისტემა ეცდება იმის გარკვევას, თუ რას აკეთებთ, ან რის გაკეთებას აპირებთ და შესაბამისად, დაარეგულირებს ხმას.
მაგალითად, თუ ტროტუარზე მისეირნობთ, მან შესაძლოა, ხმას ოდნავ დაუწიოს იმ ყურში, რომელიც ქუჩასთან უფრო ახლოსაა — სავარაუდოდ, მეტი უსაფრთხოებისთვის. მეორე ყურში კი ის ხმას შეუცვლელს დატოვებს.
როგორც ყოველთვის, რამეს დაპატენტება არასდროსაა იმის მაჩვენებელი, რომ ეს ტექნოლოგიური კომპანია მართლაც აპირებს ამ პროდუქტის რეალურად შექმნას. Apple-ის მსგავსი კომპანიები აპატენტებენ უჩვეულო ტექნოლოგიებს მხოლოდ იმისთვის, რომ დაიცვან ინტელექტუალური საკუთრება იმ შემთხვევაში, თუ ერთ დღეს მართლაც შეიქმნება მისი შექმნის საჭიროება.
ამიტომ, ვნახავთ თუ არა მომავალში უჩვეულოდ ჭკვიან AirPods -ებს? — შესაძლოა, მაგრამ იმის გარანტია არ არსებობს, რომ ეს არ არის უბრალოდ Apple-ის ერთი ინჟინრის ოცნება, რომელიც მან იურუდიულ ფურცელზე გადმოიტანა.
კომენტარები