გუშინ Facebook-მა iPhone-ის მომხმარებლები სისტემიდან გამოაგდო
გუშინ Twitter-ზე ახალი უცნაური ტენდენცია დაიწყო — iPhone-ს მომხმარებლები ცდილობდნენ იმის გარკვევას, თუ რატომ გამოუშვა ისინი Facebook-მა სისტემიდან. ამის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ჩანს, ყველას, ვისაც iOS აპლიკაციით ჰქონდა სისტემაზე წვდომა, თავიდან მოუწიათ ქსელში შესვლა. გარდა ამისა, მომხმარებლებს, რომლებიც SMS-ით ორ-ფაქტორიან აუთენტიფიკაციას იყენებენ, Facebook-ზე თავიდან შესვლაზეც შეექმნათ პრობლემა.
სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტების მიხედვით, მომხმარებლებმა, რომლებიც ორ-ფაქტორიან აუთენტიფიკაციას იყენებენ, მოგვიანებით შეძლეს სისტემაში შესვლა, თუმცა ისინი SMS-ის მიღებას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. ზოგიერთ მათგანს სისტემაზე წვდომის აღსადგენად საკუთარი ID-ის ფოტოს ატვირთვაც კი მოუწია.
Facebook-ის წარმომადგენელმა Engadget-ს შემდეგი რამ განუცხადა: "გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანები ახლა გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან სისტემაში შესვლისას. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ყველაფერი ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდეს რაც შეიძლება სწრაფად".
კომენტარები