Microsoft-მა თვითმართვადი მანქანების კომპანიაში 2 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია ჩადო
Cruise-მა და GM–მა მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გააფორმეს Microsoft-თან, რაც მათ თვითმართვადი მანქანების რეალობად ქცევაში დაეხმარება. ორივე მათგანმა Microsoft-თან დადო ხელშეკრულება, გრძელვადიანი სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ, ავტონომიური მანქანების კომერციალიზაციის დასაჩქარებლად.
Cruise გამოიყენებს Microsoft-ის Azure ღრუბლოვან პლატფორმას, თვითმართვადი ტექნოლოგიის ასამოქმედებლად, ხოლო Microsoft გამოიყენებს Cruise-ის გამოცდილებას, მომავალში, სატრანსპორტო კომპანიებისთვის განკუთვნილი საკუთარი სერვისების გაუმჯობესებისთვის. GM ასევე Microsoft-ს აქცევს მის ღრუბლოვან პროვაიდერად.
Microsoft უერთდება Cruise-ის სხვა ინვესტორებს (Honda, GM) და მასში $2 მილიარდიან ინვესტიციას ანხორციელებს. კომპანიების ამ სახით გაერთიანებას, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. Cruise-ისთვის მნიშვნელოვნი იქნება ღრუბლოვანი სისტემა, ავტონომიური ტრასპორტის გასაუმჯობესებლად, ამავდროულად, $2 მილიარდიანი ინვესტიცია, დაეხმარება მას კონკურენცია გაუწიოს სხვა კომპანიებს, მაგალითად Waymo-ს.
კომენტარები