Tesla ეძებს თანამშრომელს, რომელიც ილონ მასკს, სოციალურ ქსელში, გაბრაზებულ მომხმარებლებს აარიდებს
კომპანია Tesla აიყვანს თანამშრომელს სრულ განაკვეთზე, რომელიც ეცდება დაიცვას აღმასრულებელი დირექტორი, სოციალურ მედიაში გავრცელებული ესკლაციებისგან. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, ელექტრომობილების კომპანია ქირაობს თანამშრომელს, რათა, სოციალურ ქსელში, გაბრაზებული მომხმარებლებისგან დაიცვას კომპანიის ლიდერი, ილონ მასკი.
ეს ამბავი განსაკუთრებით უცნაური იმიტომაა, რომ Tesla-მ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების დაშლა ოქტომბერში გადაწყვიტა, რაც ხაზს უსვავს მასკის დაძაბულ ურთიერთობას მედიასთან. დეპარტამენტის ნაცვლად, მასკმა გადაწყვიტა თვითონ იზრუნოს მედიასთან ურთიერთობაზე, ძირითადად, მხოლოდ Twitter–ზე განცხადებების კეთებით.
PR დეპარტამენტის გარეშე, Tesla-მ მოახერხა მომხმარებლებთან და მედიასთან ურთიერთობება, მასკის აქტიურობით საკუთარ Twitter-ის ანგარიშზე. თუმცა, ილონ მასკის არაპროგნოზირებადობის გათვალისწინებით, კომპანიას ნამდვილად დასჭირდება ადამიანი, რომელიც დაეხმარება მას სოციალურ ქსელებში, ესკალაციების კონტროლში.
ელექტრომობილების მწარმოებლი კომპანიის ხელმძღვანელობას, ალბათ, კარგად ახსოვს, როდესაც მასკი და აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისია შეთანხმდნენ პირობაზე, 2019 წლის აპრილში, რომლის თანახმადაც, აღმასრულებელმა დირექტორმა, უნდა მიიღოს წინასწარი დამტკიცება, ნებისმიერ სოციალური მედიაში გაკეთებული პოსტის შესახებ.
კომენტარები