ინჟინერმა შექმნა კოსტიუმი, რომელიც საშუალებას აძლევს 40 კმ/სთ სიჩქარით იციგურაოს — ვიდეო
კანადელმა 24 წლის ინჟინერმა, ბრაიდონ გიბსონმა შექმნა რეაქტიული კოსტუმი, რომელიც მას საშუალებას აძლევს იციგურაოს 40 კმ/ სთ სიჩქარით — იუწყება CBC.
ტერმინი — რეაქტიული კოსტიუმი ცოტათი არასწორი შესატყვისია, მისი ქმნილება გიბსონს უბიძგებს ძველმოდური პროპელერის გამოყენებით და არა რეაქტიული ძრავით. მაგრამ გიბსონის გასართობი მოწყობილბა მაინც წააგავს რეაქტიულ კოსტიუმს.
"ერთ მომენტში ცოტათი მეშინოდა, რადგან ძალიან სწრაფად მივდიოდი", — თქვა გიბსონმა და აღნიშნა, რომ მისი მოწყობილობით დამუხრუჭება საკმაოდ რთულია.
საერთო ჯამში, კოსტიუმი იწონის დაახლოებით 6 კილოგრამამდე. გიბსონს კი აქვს დისტანციური მართვის თვითმფრინავებისა და ნავების მშენებლობის გამოცდილება.
"საკმაოდ საშიში და სახიფათოა მოწყობილობა, წარსულში კინაღამ თითი დავკარგე, მაგრამ სერიოზული დაზიანებები ჯერ არ მქონია", — აღნიშნა მან. მომავალში ბრაიდონი გეგმავს, რომ უფრო დიდი პროპელრები გამოიყენოს და გაზარდოს სიჩქარე.
კომენტარები