გავრცელებული ინფორმაციით, Apple მუშაობს iMac–ის ახალ დიზაინზე
MacBook Pro არ არის Apple-ის ერთადერთი მოდელი, რომელიც კომპანიის დიზაინერთა გუნდის ყურადღებას იქცევს. Bloomberg-ის თანახმად, Apple მუშაობს iMac all-in-one კომპიუტერის დიზაინზე. Bloomberg-ის თქმით, კომპანია მოგვიანებით წარმოადგენს ორ ახალ მოდელს, რომელსაც Apple–ის Pro Display XDR–ის მსგავსი დიზაინი ექნება. კომპანია, სავარაუდოდ, გეგმავს გააქროს iMac–ის ეკრანის ჩარჩო, არაგაბარიტული "ნიკაპი" და მრუდე ზურგი.
ვრცელდება კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი Mac-ის ფანებისთვის; გასაჯაროვებული ინფორმაციით, Apple ასევე მუშაობს ბიუჯეტურ მონიტორზეც.
Bloomberg ასევე გვთავაზობს კომპანიის სავარაუდო სამომავლო გეგმებს. გამოცემის თანახმად, Apple აპირებს Mac Pro-ს ორი ახალი ვერსიის გამოშვებას. პირველი იქნება იგივე დიზაინით, როგორც კომპანიის ამჟამინდელი მოდელი და მოიცავს ახალ Intel CPU- ს. უფრო საინტერესო მეორე ვარიანტი, გავრცელებული ინფორმაციით, მოიცავს Apple Silicon–ს. მონიტორი ამჟამინდელი მოდელთან შედარებით, ზომით დაახლოებით, ნახევარი იქნება და ძირითადად ალუმინით იქნება დაფარული.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ კომპანიის გეგმები ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს. თუმცა ცალსახაა, რომ 2021 წელი macOS მომხმარებლებისთვის საინტერესო იქნება.
კომენტარები