ფლაგმანების შერკინება — Galaxy S21 Ultra VS iPhone 12 Pro Max
დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა დადგა 14 იანვარი და Samsung-მა ოფიციალურად წარადგინა Galaxy S21 სერიის სმარტფონები. Galaxy S სერიას წელს 3 წარმომადგენელი ჰყავს: Galaxy S21, S21+ და S21 Ultra, თუმცა, როგორც წინა სტატიაში განვიხილეთ, მათგან საუკეთესოდ S21 ultra შეგვიძლია მივიჩნიოთ.
რამდენიმე თვის წინ კი Apple-მა iPhone 12 Pro გამოუშვა, რომელმაც პროფესიონალებისთვის განკუთვნილი მძლავრი სმარტფონის წოდება მიიღო, ხოლო iPhone 12 Pro Max ამ ყველაფრის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული ვერსიაა.
შევადაროთ ეს სმარტფონები და ვნახოთ, რომელი მათგანია თქვენთვის საუკეთესო და რატომ.
1. ეკრანი
iPhone 12 Pro Max-ის ეკრანი 6.7 ინჩამდე გაიზარდა. 2778 x 1284 გაფართოების მქონე Super Retina XDR OLED-დისპლეი HDR-ის მხარდაჭერით გამოირჩევა. მისი განახლების სიხშირე კი სულ რაღაც 60 ჰერცია.
რაც შეეხება Galaxy S21 utra-ს, მისი AMOLED ეკრანის ზომა 6.8 ინჩია 3200 x 1440 პიქსელი გაფართოებით, განახლების სიხშირე კი 120 ჰერცს აღწევს.
განახლების სიხშირის უპირატესობას მაშინ იგრძნობთ, როდესაც სმარტფონის გამოყენებისას დაგრჩებათ შთაბეჭდილება, თითქოს მან იცის, რა ქმედება უნდა განახორციელოთ ეკრნაზე.
Galaxy S21-ს აქვს ჭკვიანი ეკრანი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი 10-დან 120 Hz-მდე ავტომატურად დაარეგულირებს რეზოლუციას, იმის მიხედვით, თუ რა პარამეტრები სჭირდება კონტენტს.
Galaxy S21 Ultra-ს ეკრანს 25%-ით მეტი სიკაშკაშის გადმოცემა შეუძლია. ამავდროულად, კონტრასტის დონე 50%-ითაა გაზრდილი. რაც მთავარია, ამ სმარტფონის ეკრანის ნათებას პირდაპირი მზის სხივებიც კი ვერ გადაფარავს.
2. დიზაინი
როგორც აღმოჩნდა, Apple სულაც არ ხედავს iPhone 12 Pro Max-ში ეკრანის ზედა ნაწილში კუნძულის მოშორების აუცილებლობას, რაც დღემდე მომხმარებლებში საკამათო საკითხად რჩება. თუმცა კუნძულს S21 Ultra-ზეც ვხედავთ.
რაც შეეხება მათ ზომებს, iPhone 12 Pro Max-ის განზომილებები მილიმეტრებში ასეთია: 78.1 x 160.8 x 7.4 მმ, Galaxy S21 ultra-სი კი 75.6 x 165.1 x 8.9 მმ. რაც შეეხება მათ მასებს, Galaxy S21 Ultra-ს მასა სულ 1 გრამით აღემატება iPhone-ისას.
3. კამერა და ელემენტი
Galaxy S21 ultra აღჭურვილია 5000 mAh ელემენტით, რომელიც 25 საათიან უწყვეტ სასაუბრო დროს უზრუნველყოფს. iPhone 12 Pro Max კი 3,687 mAh ელემენტს სთავაზობს მომხმარებელს, რომელიც, სტანდარტული სატენით დამუხტვის შემთხვევაში, ნახევარ საათში 50%-ით შეივსება და საშუალო დატვირთვაზე 20 საათამდე ამუშავებს სმარტფონს.
რახ შეეხება კამერას, Apple-ის ფლაგმანში წარმოდგენილია 12 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა დამატებით ფართოკუთხოვანი, ულტრა ფართოკუთხოვანი და ტელეფოტო ლიზნებით, რომელსაც ციფრული 12x ზუმის მხარდაჭერაც აქვს. გარდა ამისა, სმარტფონის სელფის კამერაც ასევე 12 მეგაპიქსელიანია. 12 Pro Max-ს 4K რეზოლუციის ვიდეოს გადაღება შუეძლია.
გარდა ამისა, აღნიშნული მოდელი გთავაზობთ 2.5x ოპტიკურ ზუმს, 2x ოპტიკურ შემცირებას და დიაპაზონის 5x ზუმს. AR ტექნოლოგიის უკეთ გამოსაყენებლად ეს სმარტფონი აღჭურვილია LiDAR სენსორით.
Samsung Galaxy S21 Ultra გამოირჩევა 4 კამერით, რომელშიც გაერთიანებულია 108 მეგაპიქსელიანი ძირითადი, 12 მპ-იანი ულტრაფართე, 10 მეგაპიქსელიანი ტელეფოტო 3x ზუმით და 10 მეპაგიპსელიანი ფართეკუთხოვანი კამერა 10x ზუმით. ამ კამერებს შეუძლიათ 8K რეზოლუციის ვიდეოების გადაღება ნებისმიერი ლინზიდან (იქნება ეს ტელეფოტო თუ ულტრაფართე). Apple-ის 12 მეგაპიქსელიან კამერასთან შედარებით, Galaxy S21-ის სელფის კამერის რეზოლუცია 40 მეგაპიქსელია.
სმარტფონში წარმოდგენილი 108 მეგაპიქსელიანი Pro სენსორი გვაძლევს 12-ბიტიან HDR ფოტოების გადაღების საშუალებას და ის, წინა მოდელთან შედარებით, 64-ჯერ უფრო მდიდარია ფერებითა და 3-ჯერ უფრო უკეთესია დინამიკური დიაპაზონით. Galaxy S21 Ultra-ს Bright Night სენსორი საშუალებას მოგცემთ, ბნელ ოთახსა თუ ქუჩაში ღამის ლანდშაფტები მაქსიმალურად მაღალი ხარისხითა და დეტალიზაციით გადაიღოთ.
აღსანიშნავია კადრი ერთი შეხებით (Single Take) ფუნქციაც, რაც ოთხივე ლინზით გადაღებისას რამდენიმე ვარიანტს გაძლევთ იქნება ეს ვიდეო, გიფი, ფოტო, თუ რაიმე სახის ეფექტი, შემდგომ კი, შეგიძლიათ, ამოირჩიოთ საუკეთესო ვარიანტი.
აქვე უნდა დავამატოთ, რომ ორივე ფლაგმანის შემთხვევაში, წინა კამერას 4K რეზოლუციის ვიდეოს გადაღება შეუძლია.
4. ტექნიკური მახასიათებლები
S21 Ultra საქართველოში წარმოდგენილია 12GB ოპერატიული მეხსიერებით, iPhone 12 Pro Max-ის იგივე მაჩვენებელი კი სულ რაღაც 6GB-ს შეადგენს. რაც შეეხება შიდა მეხსიერებას, Apple ამ მხრივაც ჩამორჩება Samsung-ს და გვთავაზობს 128GB მეხსიერებას, S21 ultra-ს იგივე მახასიათებელი კი 256GB-ია.
ორივე ფლაგმანს აქვს 5G მხარდაჭერა (mmWave და sub-6GHz ქსელებისთვის).
Samsung-ის მოდელი აღჭურვილია თითის ანაბეჭდის სენსორითა და სახით ამომცნობის ტექნოლოგიით, iPhone კი სახის ამომცნობითა და თვალის სკანერით.
აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში S21 ულტრას აქვს S pen-ის გამოყენების ფუნქციაც. სმარტფონის ქეისები ასევე ადაპტირებულია S pen-ის მოსათავსებლად.
5. ფასი და ხელმისაწვდომობა
iPhone 12 Pro Max-ის საწყისი ღირებულება ისევ 1099 დოლარია, Galaxy S21-ის ფასი კი მას 100 დოლარით აღემატება და 1199 დოლარს შეადგენს. მისი შეძენა 29 იანვრიდან გახდება შესაძლებელი, სასურველი მოდელის წინასწარ დაჯავშნას კი შეძლებთ აქ.
საინტერესოა, რომ iPhone 11 Pro Max-თან შედარებით ტექნიკური და აპარატული განახლების მიუხედავად, iPhone 12 Pro Max-იც იგივე ფასად წარმოადგინა.
აქვე დავძენთ, რომ Apple-მა შარშან გარემოსდაცვითი ზომების გატარება დაიწყო და ახალი სმარტფონის შეფუთვიდან ამოიღო EarPods ყურსასმენები და ადაპტერი. მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება Samsung-მაც გაიზიარა. შედეგად, ორივე კომპანიამ გარკვეული ფინანსური სარგებელიც ნახა.
საბოლოოდ კი ვფიქრობთ, რომ ორივე მათგანს გააჩნია რიგი უპირატესობები და თუ მათ შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, ეს მხოლოდ თქვენთი საჭიროებების სასარგებლოდ უნდა გააკეთოთ.
კომენტარები