IBM-მა ქართული სტარტაპებისთვის 120 000 ევროიანი უფასო კრედიტი გამოყო
პლატფორმა Touch-ის ინფორმაციით, IBM-მა ქართული სტარტაპებისთვის 120 000 ევროს ოდენობის კრედიტი უფასოდ გამოყო.
ეს შეთავაზება გულისხბმობს, რომ სტარტაპებს ექნებათ საშუალება, საკუთარი პროდუქტებისთვის შესაბამისი გარემო უფასოდ შექმნან. 120 ათასი ევროს კრედიტის გამოყენებას სტარტაპები IBM-ის არსებული სერვისების გამოსაყენებლად შეძლებენ.
Touch-ის ინფორმაციით, კრედიტის გამოყენება შესაძლებელია IBM ღრუბლოვან სერვისებზე, რაც გულისხმობს: სასერვერო ინფრასტრუქტურის მოწყობას, მონაცებთა ბაზების უსაფრთხოდ განთავსებას, ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლებისა თუ სხვა უამრავ საჭირო ციფრული პროდუქტზე ხელმისაწვდომობას.
სერვისების სრული სია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე. ხოლო ქართული სტარტაპები რეგისტრაციისთვის შემდეგ ბმულს უნდა ეწვიონ, "Affiliate" ჩამონათვალში კი აირჩინ Touch Platform. გარდა ამისა, მსგავსი სამომავლო ბენეფიტებისთვის შეგიძლიათ Touch-ის პლატფორმაზე გაწევრიანდეთ.
კომენტარები