Sony აქტიურად იწყებს დრონების წარმოებას — Airpeak, რომელსაც Alpha კამერის ტარება შეუძლია
Sony იწყებს დრონების წარმოებას, კომპანიამ წარადგინა მისი ახალი Airpeak დრონი ღონისძიებაზე CES 2021. როგორც ამბობენ, ახალი დრონი არის ყველაზე პატარა, რომელსაც შეუძლია Alpha კამერის ტარება და განკუთვნილია ვიდეოკონტენტნის შექმნისა და პროფესიონალური ფოტოგრაფიისთვის.
ძალიან ცოტა კონკრეტული დეტალია ცნობილი Sony-ის ახალი უპილოტო სისტემის შესახებ, თუმცა კომპანიამ აღნიშნა, რომ იგი იკვლევდა დრონების შესაძლებლობებს ლანდშაფტისა და ქალაქის კადრების გადასაღებად. CES 2021-ზე ნაჩვენები მოდელი არის კვადკოპტერის დიზაინი, რომელსაც აქვს ორი სადესანტო დაგრძელება, რომლებიც ფრენის დროს იწევს უკან, იმისთვის, რომ არ გააფუჭოს თქვენი კადრები.
Sony-ის დრონი აქამდე არ უწარმოებია, თუმცა,მისი კამერები ინდუსტრიაში საუკეთესოთა შორისაა — იმდენად, რომ ბაზრის ლიდერი DJI უკვე გთავაზობთ Sony Alpha პროდუქტების დამონტაჟებას. კომპანიის მონდომება, რომ მოსინჯოს ძალები დრონების ინდუსტრიაში, რა თქმა უნდა დამაინტრიგებელია.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები