Tesla-ს ახალმა მოდელმა წარმატებით ჩააბარა უსაფრთხოების ტესტი — ვიდეო
Tesla-ს სატრანსპორტო საშუალებები უკვე წლებია აძლიერებს ავტომობილების უსაფრთოხებას. კომპანიის ავტომობილები ეროვნული მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციის (NHTSA) ავარიის ტესტებს წარმატებით აბარებს, გამონაკლისი არც Model Y-ია, რომელიც კომპანიის უახლესი მოდელია. ახალ მოდელს, საშუალო ზომის SUV-ს, ყველა კატეგორიაში ხუთი ვარსკვლავი აქვს, რაც საუკეთესო შედეგია.
NHTSA აფასებს მანქანებს ავარიის ტესტის სხვადასხვა საზომზში, Model Y შედეგები შეფასდა ხუთი ვარსკვლავით. თუმცა, როგორც NHTSA–ს წინა ტესტების შემთხვევაში, ეს შედეგები მხოლოდ რეგულარული, პილოტირებადი ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი და არა Tesla–ს თვითმართვადი ავტოპილოტის რეჟიმისთვის.
რა თქმა უნდა, რეიტინგები კარგია, მაგრამ თუ უფრო ვიზუალური გამოსხულება მოგწონთ, შეგიძლიათ ისიამოვნოთ ვიდეოკადრებით, სადაც Tesla SUV ნელი მოძრაობით ეჯახება ობიექტებს. ახალი შედეგები ნიშნავს, რომ Model Y უერთდება Model 3-ს, Model X SUV-სა და Model S-ს ტესტის მაღალ ქულებში.
კომენტარები