დედამიწის ბრუნვის ტემპი ჩქარდება — რას ნიშნავს ეს
ვიცით, რომ საათის მუშაობა ემყარება მუდმივ პერიოდულ პროცესებს, მაგალითად დედამიწის ბრუნვას. ერთი შეხედვით, ეს პროცესი სტაბილურია და არ იცვლება, თუმცა, მეცნიერების თქმით, დედამიწა ბოლო დროს უფრო ჩქარა ბრუნავს, ვიდრე ეს ოდესმე დაფიქსირებულა. დედამიწის ბრუნვა იმდენად აჩქარებულია, რომ შეიძლება წლიდან წამის ამოღება მოგვიწიოს.
დედამიწის ღერძის გარშემო ერთი ბრუნვა უდრის 24 საათს, საუბარია 86 400 წამზე. აჩქარებულმა ბრუნვამ შეიძლება ეს მოცემულობა შეცვალოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეიძლება პირველად დაგვჭირდეს წლის წამის მოჭრა, რადგან დედამიწა უფრო სწრაფად ტრიალებს.
ატომური საათების გამოყენებით 2019 წლის 19 ივლისს ყველაზე მოკლე დღე დაფიქსირდა. საუბარია 1,4602 მილიწამის სხვაობაზე. რაც შეეხება წინა რეკორდს, ის 2005 წელს დაფიქსირდა.
ამასთან, მეცნიერები წინასწარმეტყველებენ, რომ 2021 წელი შეიძლება აღმოჩნდეს უმოკლესი ათწლეულების განმავლობაში. ამან შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების ზუსტ მუშაობაზე იმოქმედოს. ამიტომ მეცნიერები მოგვიწოდებენ დროის საზომი ატომურ სინქრონიზებულ საათებზე გადავიყვანოთ.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი აჩქარების ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, ბოლომდე გაურკვეველია, არის ვარაუდი, რის მიხედვითაც, ამას შეიძლება კავშირი გლობალურ დათბობასთან ჰქონდეს. უშუალო მიზეზი კი მყინვარების დნობა შეიძლება იყოს, რის შედეგადაც პლანეტის მასის განაწილება ირღვევა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები