გამჭვირვალე OLED ეკრანი სუში ბარში, ანუ როგორ აპირებს LG შეფ-მზარეულებთან დაგაკავშიროთ
LG ემზადება CES–ის 2021 წლის ღონისძიებისთვის, სადაც კომპანია წარმოადგენს უახლეს პროდუქტებს. კორეული კომპანია მუშაობს რამდენიმე ტექნოლოგიაზე, რომელსაც წლევანდელ შოურუმზე წარმოგვიდგენს — ყველაზე საინტერესო კი რესტორნის სცენაა, რომელშიც წარმოდგენილია 55 ინჩიანი გამჭვირვალე OLED ეკრანი სუში ბარში.
კვების ობიექტები ეკრანებს მომხმარებლებისთვის მენიუს გასაცნობად გამოიყენებენ, ან უბრალოდ ვიდეოს ჩასართველად, ხოლო მზარეულებისთვის 40 პროცენტიანი გამჭირვალობის მქონე ეკრანი ფუტურისტული ჰიგიენური გამყოფი იქნება, მათსა და მომხმარებლებს შორის.
LG ასევე მუშაობს "ჭკვიანი საწოლის" იდეაზე, ჭკვიანი საწოლის იდეა მოიცავს 55 დიუმიანი გამჭვირვალე OLED პანელის საწოლში ადაპტირებას, ასე რომ მომხმარებელს შეეძლებათ ისიამოვნონ ვიდეოს ყურებით საწოლშივე ადაპტირებული ეკრანით. გამჭირვალე ეკრანთან ერთად, დინამიკებიც იქნება ჩაშენებული საწოლის მთავარ კორპუსში, ამიტომ გარე დინამიკები არ გახდება საჭირო. ღილაკზე დაჭერით, გამჭვირვალე ეკრანს შეეძლება ნაწილობრივ ან სრულად გაუჩინარდეს ძირითად კორპუსში, ხოლო ნაწილობრივი გაუჩინარების რეჟიმი, საშუალებას მოგცემთ ნახოთ ინფორმაცია დროისა და ამინდის შესახებ.
გამჭვირვალე OLED-ები უკვე დიდი ხანია არსებობს. LG Display შეუწყო ხელი გამჭვირვალე OLED პანელების დამონტაჟებას პეკინისა და შენჟენის ზოგიერთ მეტროში, რომელიც საშუალებას აძლევს მგზავრებს გააეცნონ მგზავრობის მარშუტებს, ამინდის პროგნოზს, ახალ ამბებსა და სხვა ინფორმაციას. საინტერესოა ის ფაქტიც, შეძლებს თუ არა კომპანია ამ ტექნოლოგიის ადაპტირებას სხვა სივრცეებშიც, თუნდაც პირდაპირ ჩვენს სახლებში, ისევე, როგორიც ეს Xiaomi-ს გამჭვირვალე ტელევიზორმა შეძლო.
კომენტარები