ახალი Alexa ადამიანების ძილის პროცესსა და სუნთქვას დააკვირდება
Amazon ავითარებს Alexa-ს ახალ მოწყობილობას, რომელსაც შეუძლია თვალ-ყური ადევნოს თქვენს სუნთქვას და ძილის აპნოეს ნიშნები დააფიქსიროს.
მოწყობილობა მოთავსდება თქვენ გვერდით და ძილის პროცესში სუნთქვას დააკვირდება. ეს ყველაფერი კი უკონტაქტო რადარის სისტემის გამოყენებით.
ჯერჯერობით, ზუსტად არ ვიცით თუ როგორ გამოიყურება საბოლოო პროდუქტი, მაგრამ მას უკვე მიენიჭა შინაგანი კოდი "ბრამსი". სახელწოდება კომპოზიტორ იოჰანეს ბრამსიდან მოდის, რომელმაც ცნობილი იავნანა დაწერა და ვარაუდობენ, რომ ძილის აპნოე ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ "ბრამსი" ამ ეტაპზე პროტოტიპის სახით არსებობს.
Amazon-ის საბოლოო მიზანია გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ძილის ყოვლისმომცველი ანალიზის სისტემის შესაქმნელად, რომელიც ძილის აპნოეს გარდა, სხვა დარღვევებსაც დააფიქსირებს.
ეს მიანიშნებს იმაზე, რომ Amazon ჯანდაცვის სფეროში მოღვაწეობას კვლავ აქტიურად აპირებს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები