გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, Apple მოწყობილობებს დამუხტვის წყაროდ აქცევს
გაჟონა ინფორმაციამ Apple-ის ორი პატენტის შესახებ, რომელთაც ორმხრივი უსადენო დატენვის ფუნქცია აქვთ. მასალები, რომლებიც პირველად დააფიქსირა Patently Apple–მა, მოიცავს ესკიზებს, სადაც ნაჩვენებია MacBook-ისა და სხვადასხვა მოწყობილობების დატენვა, მათ შორის iPhone, iPad და Apple Watch-იცაა.
Apple-ის ეს პატენტი შეგვიძლია ჩავთვალოთ მნიშვნელოვან ნაბიჯად სხვა მწარმოებლებთან კონკურენტული უპირატესობის მოპოვების კუთხით, რადგან მსგავს დამუხტვის ტექნოლოგიაზე უკვე მუშაობენ კომპანიები. თუმცა, Apple-ის ტექნოლოგია ცოტათი განსხვავებულია. პატენტში არსებული გამოსახულებების თანახმად, MacBook–ის რომელიმე ნაწილი შეიძლება გამოყენებულ იქნას iOS მოწყობილობების უსადენოდ დასამუხტად.
შესაძლოა, აღმოჩნდეთ ელექტროენერგიის, ან დასამუხტი საშუალებების გარეშე, Apple-ის ახალი ტექნოლოგია კი ამ პრობლემას გადაჭრის. გასაჯაროვებულ მასალებში ნათქვამია, რომ "სტანდარტიზებული კონექტორებისა და კაბელის არსებობის მიუხედავად, თითოეულ მოწყობილობას შეიძლება დასჭირდეს ცალკე გამოყოფილი ელექტროენერგიის მიწოდება. ზოგიერთ შემთხვევაში, ცალკეული კვების ბლოკის ქონა თითოეული მოწყობილობისთვის დამღლელია, Apple-ის ახალი ტექნოლოგია, სმარტფონების დატენევის პროცესს ამარტივებს."
ამგვარი ტექნოლოგიის სასარგებლოდ გამოყენების სხვა გზებიც არსებობს. მაგალითად, თუ დამტენი არ გაქვთ თან, თქვენი Apple Watch ან AirPods ელემენტი დამჯდარია, მათ დამუხტვას თქვენი ტელეფონით შეძლებთ. ასევე, თქვენი ლეპტოპით, უსადენოთ, დამჯდარი ტელეფონის დამუხტვას მოახერხებთ. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად, MacBook-ები და iPad-ები დამზადებულია ალუმინისგან, რაც არ არის თავსებადი უსადენო დამუხტვის ტექნოლოგიასთან.
შეძლებთ, თუ არა თქვენი MacBook ყველა მოწყობილობის უსადენო დამუხტვის წყაროდ გამოყენოთ? ეს უკვე თითქმის ცნობილია, მაგრამ საინტერესოა მსგავსი ფუნქციონალი iPhone-ზე თუ გახდება ხელმისაწვდომი. მის ბევრ კონკურენტს უკვე აქვს უსადენო დამუხტვის შესაძლებლობა. ასევე, Apple-ის ახალი კონცეფცია საკმაოდ კარგად გამოიყურება, მაგრამ საკითხავია, როდის გახდება ის ხელმისაწვდომი.
კომენტარები