Mercedes-Benz-მა ელექტრომობილებისთვის 56 დიუმიანი ჰიპერეკრანი შექმნა
მერსედესს სურს ჩაამონტაჟოს ერთი გიგანტური ეკრანი ავტომობილებში, რომელიც პრაქტიკულად, დომინანტი იქნება მანქანის სალონში. ავტომობილების მწარმოებელმა წარადგინა 56 დიუმიანი MBUX Hyperscreen, რომელიც მისი EQS მოდელის თითქმის მთელ სიგანეს ფარავს. კომპანიას ეს მხოლოდ შთაბეჭდილების მოხდენისთვის არ გაუკეთებია. Hyperscreen წარმოადგენს ინსტრუმენტების ნაკრებს, ინფო-გასართობსა და სამგზავრო ეკრანს ფუნქციური დიზაინით.
პანელი იყენებს OLED ტექნოლოგიასა და Gorilla Glass-ს. ეკრანი ავტომატურად არეგულირებს სიკაშკაშეს, კამერისა და სინათლის სენსორის წყალობით. Hyperscreen აღჭურვილია რვაბირთვიანი პროცესორით და 24 გბ ოპერატიული მეხსიერებით.
Hyperscreen-ის ინტერფეისი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ზომა. კომპანია დიდ ყურადღებას ამახვილებს AI–ზე. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით Hyperscreen შემოგთავაზებთ სპეციფიკურ მახასიათებლებს, მაშინ როდესაც ისინი დაგჭირდებათ.
მართვის საშუალებები შესაძლოა უფრო მარტივად ხელმისაწვდომი იყოს, ვიდრე ადრე MBUX-ით აღჭურვილ მანქანებში. Mercedes-Benz მიზნად ისახავს შექმნას "ნულოვანი ფენის" ინტერფეისი, რომელზეც მარტივად იქნება ხელმისაწვდომი მართვის საშუალებები — მაგალითად, ნავიგაცია, რომელიც ყოველთვის არის ეკრანის ცენტრში.
კომპანია ჯერ კიდევ ერიდება Hyperscreen-ის შესახებ მახასიათებლების გაჟღერებას. ამასთან, Hyperscreen სარეკლამო რგოლი გვიქმნის მარტივ სურათს თუ რას აპირებს კომპანია მომავალში. ეს ტექნოლოგია კი ნამდვილად იქნება S-კლასის ელექტრომობილების ეპოქისთვის გარდამტეხი ცვლილება.
კომენტარები