მეცნიერები კანის უჯრედების საყრდენ პლატფორმად პურს იყენებენ
მეცნიერთა გუნდმა პანდემიის დროს ცხობის ტექნიკა ახალ დონეზე აიყვანა — მათ ლაბორატორიაში შექმნილი ადამიანის უჯრედებისთვის საყრდენ პლატფორმად ცომი გამოიყენეს.
"ეს ამ დროისთვის საკმაოდ შესაფერისი პროექტია", — განუცხადა New Scientist-ს მთავარმა ავტორმა და ოტავას უნივერსიტეტის მკვლევარმა, ენდრიუ პელინგმა.
პროექტი, ერთი შეხედვით, შესაძლოა ხრიკად მოგვეჩვენოს, მაგრამ თუ ეს უჯრედები სიცოცხლისუნარიანი და ვარგისი აღმოჩნდება, კოლაგენის ნაცვლად, პურის გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს სამედიცინო მკურნალობისა და ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცის ფასიც კი.
პელინგმა და მისმა გუნდმა რამდენიმე სხვადასხვა ტიპის პური გამოიყენა, იმისთვის, რომ გაეგოთ, თუ რომელი მათგანი მოქმედებს უჯრედებთან ერთად საუკეთესოდ. მეცნიერების ბევრმა მცდელობამ, მათ შორის პროექტში უგლუტეინო პურის გამოყენებამ, ისეთი შედეგები გამოიღო, როგორსაც ისინი დღეს "დიდ გამოუმცხვარ არეულობას" უწოდებენ.
თუმცა, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მათ პლატფორმად ირლანდიური სოდის პური გამოიყენეს. გამოცხობის შემდეგ, პურს ალკოჰოლით გაუკეთეს სტერილიზაცია, შემდეგ კი ქიმიურად დაამუშავეს სტრუქტურის გასამყარებლად. ამის შემდეგ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანების კუნთის, კანისა და ძვლის უჯდერებს აქვთ უნარი, მიეწებონ რაიმე ნივთიერებას და შემდეგ გამრავლდნენ მასზე.
"ჩემთვის გასაოცარია ადამიანებისა და ცხოველების უჯრედების უნარი, გაიზაროდ საკმაოდ უცნაურ ხელოვნურ გარემოში", — განუცხადა პელინგმა New Scientist-ს.
მან, ჯერჯერობით, მხოლოდ ის იცის, რომ ამ უჯრედებს პურზე გაზრდა შეუძლიათ. თუმცა, მეცნიერებისთვის ისევ უცნობია, თუ რამდენად სასარგებლო და გამოსადეგი იქნება ეს უჯრედები ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცის მწარმოებლებისთვის თუ ექიმებისთვის.
"მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი გამოკვლევაა საჭირო იმის დასადგენად, მართლაც გამოსადეგი პლატფორმაა თუ არა პური, ინოვაცია, რომლეიც პელიგმა მოიფიქრა, შესაძლოა დაგვეხმაროს ამ სფეროს ახალი მიმართულებით განვითარებაში", — განუცხადა New Scientist ვუსტერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მკვლევარმა, გლენ გადოტმა, რომელიც ამ კვლევაზე არ მუშაობდა.
კომენტარები