Five Sisters Pizza — პიცერია, რომელიც ახალ გასტრონომიულ თავგადასავალს გვპირდება
შებოლილი ორაგული, ხიზილალა, ხამონი, თხის ყველი, ავოკადოს სოუსი, ლიმონის ცედრა თუ ნახშირის ცომი — ამ არცთუ ტრივიალური ინგრედიენტებით იქმნება "განსაკუთრებული პიცა განსაკუთრებული შემთხვევებისთვის", ხოლო პიცერიას, რომელიც ქალაქში სრულიად ახალ გასტრონომიულ თავგადასავალს გვთავაზობს, Five Sisters Pizza ეწოდება. ის სულ რამდენიმე კვირაა, რაც ბაზარზე გამოჩნდა, თუმცა ზურგს დიდი გამოცდილება, კულინარიული ექსპერიმენტები და სითამამე უმაგრებს.
"ჩვენ კონცეფციას, პირველ რიგში, ის განსაზღვრავს, რომ პროდუქტი, რომლითაც პიცას ვამზადებთ, ჯანსაღია. ჩვენი პიცა ნახშირის ცომით მზადდება და ცივი უნდა მიირთვათ, რადგან ინგრედიენტები, რომლებითაც სხვადასხვა სახის პიცას ვამზადებთ, სწორედ ცივადაა გემრიელი", — გვიყვება სალომე ლომინაშვილი, Five Sisters Pizza-ს მენიუს ავტორი.
ნახშირის ცომი ის უნიკალური კომპონენტია, რომლითაც Five Sisters Pizza-ს ყველა სხვა პიცისგან განასხვავებთ. მისი უპირატესობა, გამორჩეული გემოსა და ტექსტურის გარდა, იმაში მდგომარეობს, რომ ის საკვების მონელებას უწყობს ხელს. "შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი პირველები ვართ საქართველოში, ვინც ნახშირის ცომით პიცის მომზადების პრაქტიკა დანერგა" — ამბობს სალომე.
Five Sisters Pizza ხუთ ერთმანეთისგან განსხვავებულ და უნიკალური რეცეპტის პიცას სთავაზობს სხვადასხვა გასტრონომიული პრიორიტეტების ადამიანებს. ესენია:
-
პიცა ორაგულით
-
პიცა ხიზილალით
-
პიცა ინდაურით და თხის ყველით
-
პიცა ხამონით
-
ვეგანური პიცა
ამ ყველაფერთან ერთად, მენიუში შეგხვდებათ ერთი კომბინირებული – Five Sisters Pizza, რომელიც რამდენიმე პიცის სახეობას აერთიანებს.
"Five Sisters Pizza” იდეალური არჩევანია ყოველთვის, როცა გსურთ მიირთვათ ჯანსაღად და გემრიელად. ჩვენ, ასევე, უმაღლესი ხარისხის ღვინოსაც გთავაზობთ, რომელიც, გამორჩეულ პიცასთან ერთად, ღონისძიებების, ფურშეტების, საქმიანი და მეგობრებთან შეხვედრების თუ პაემნების დროს სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით", — ამბობენ კომპანიის დამფუძნებლები.
Five Sisters Pizza-ს მადისაღმძვრელი პიცების შეკვეთა ვებსაიტიდან: www.SistersPizza.ge ან ტელეფონით — 032 211 22 05 არის შესაძლებელი.
სამომავლოდ Five Sisters Pizza-ს გუნდი გაფართოებას და მენიუს გამრავალფეროვნებას აპირებს. სწორედ ამ მიზნით ისინი ახალ რეცეპტეპზე უწყვეტად მუშაობენ.
კომენტარები