შექმნეს იარაღი, რომელიც "კანის შემცვლელს" ისვრის და დამწვრობას კურნავს
ისრაელში დაფუძნებული ბიოტექნოლოგიური კომპანია Nanocare აცხადებს, რომ შექმნა იარაღი, რომელსაც შეუძლია “ადამიანი ობობის“ მსგავსი ქსელის გამოშვება, რათა კანის დამწვრობა და დაზიანება დაფაროს. ინფორმაციას The Guardian reports ავრცელებს.
ეს ახალი სისტემა, რომელიც ხელოვნურ კანს იყენებს, სახვევებისგან განსხვავებით, პაციენტს მოძრაობასა და შხაპის მიღებას მცირე ხნითაც არ შეუზღუდავს. ხელოვნური კანი გამჭვირვალეა, რაც ექიმებს თავად ჭრილობის შეხორცების პროცესზე დაკვირვების საშუალებასაც მისცემს.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტექნოლოგია უკვე არსებობს, Nanocare-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი უახლესი ტექნოლოგია გაცილებით მცირე ზომისაა და ბევრად უფრო მობილურია.
ეს შეიძლება პერსპექტიული ალტერნატივა იყოს შრომატევადი და ძვირადღირებული სახვევების ჩასანაცვლებლად.
აღსანიშნავია, რომ Spincare ამ ეტაპზე მხოლოდ ზედაპირულ ჭრილობებთან და დამწვრობასთან საბრძოლველად გამოიყენება. სავარაუდოდ, ის ჯერ ვერ იქნება ეფექტიანი ღრმა დამწვრობის დროს.
თუმცა, ახალი ტექნოლოგია ბევრ ადამიანს ცხოვრებას ნამდვილად გაუადვილებს. მცირე დამწვრობის სამკურნალოდ ეს ნამდვილად კომფორტული და მარტივი საშუალებაა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები