SpaceX რაკეტების დედამიწაზე დაშვების ახალ გზაზე მუშაობს
SpaceX-მა, შესაძლოა, გამშვები კოშკით ჩაანაცვლოს რაკეტის "დამჭერი ფეხები" მომავალი თაობის რაკეტების დედამიწაზე დასაშვებად. ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია შეეცდება მომავალი Super Heavy Booster-ის "დაჭერას" გამშვები კოშკის გამოყენებით. როგორც TechCrunch–მა განმარტა, ეს პროცესი ეფექტიანად უზრუნველყოფს რაკეტების უსაფრთხო დაშვებას დედამიწაზე.
ამას დასჭირდება ძალიან ზუსტი გათვლები და ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, სანამ Super Heavy-ის ფრენის ტესტირება დაიწყება. ეს კი რამდენიმე თვის შემდეგაა მოსალოდნელი. წარმატების შემთხვევაში, დაჭერის მეთოდმა შეიძლება დაზოგოს რესურსები რომლებიც SpaceX-ის მიერ რაკეტის დამშვების შექმნაში იხარჯებოდა. ზუსტმა მანევრულმა სისტემამ, შესაძლოა, შეამციროს გაშვების დროც, თუ SpaceX–ს რაკეტას ხელმეორედ იმავე პოზიციიდან გაუშვებს, სადაც ის დაეშვება.
ეს შეიძლება გადამწყვეტი ნაბიჯი აღმოჩნდეს SpaceX-ის განვითარებისთვის. საბოლოოდ, მასკს და მის კომპანიას სურთ უფრო მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის შექმნა, ვიდრე Falcon სერიაა, რადგან ეს დაეხმარება Startship-ს სწრაფი ფრენების შესრულებაში, რომელიც სასურველია, მთელი რიგი მისიებისთვის, მთვარესა და მარსზე მოგზაურობის ჩათვლით.
კომენტარები