გავრცელებული ინფორმაციით, Apple დასაკეც iPhone-ს ტესტავს
დასაკეცი iPhone-ის ორმა პროტოტიპმა გაიარა შიდა ტესტები გამძლეობაზე, ნათქვამია ვებგვერდზე Economy Daily News.
გავრცელებული ინფორმაციით, Apple–ის მიერ შემუშავებული დასაკეცი სისტემის ტესტები ორი სხვადასხვა iPhone–სთვის ახლახან დასრულდა Foxconn-ის ქარხანაში, ჩინეთის ქალაქ შენჯენში.
პირველი დასაკეცი iPhone, რომელსაც ტესტირება ჩაუტარდა, ორმაგი ეკრანის მქონე მოდელია, რომლის შესახებაც ჯონ პროროსერმა ისაუბრა 2020 წლის ივნისში. აღსანიშნავია ისიც, რომ დასაკეცი iPhone-ის პროტოტიპზე, პროსერმა განაცხადა, რომ პანელები "საკმაოდ უწყვეტია და უნაკერო". აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Apple-მა დააპატენტა მოწყობილობა ორი ცალკეული ეკრანით, რომელიც შეიძლება გაერთიანდეს და შექმნას ერთი დასაკეცი მოწყობილობა, რომელიც გასაოცრად ჰგავს სავარაუდო ორმაგი ეკრანის მქონე დასაკეც iPhone-ს.
მეორე პროტოტიპი, რომელსაც ტესტირება აქვს გავლილი, გამოიყურება როგორც Samsung Galaxy Z Flip ან Lenovo–ს Moto RAZR. UDN–ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ Apple-ის მეორე პროტოტიპში გამოყენებულია Samsung OLED-ის ტექნოლოგია. წინა მოხსენებებში ასევე ნათქვამია, რომ Apple-მა შეუკვეთა Samsung-ის დასაკეცი მობილური ტელეფონის ნიმუშების "დიდი რაოდენობა", ტესტირების მიზნით, 2020 წლის დასაწყისში.
გაუგებარია, ტესტირებულ ორ მოწყობილობას ჰქონდა თუ არა განსხვავებული დასაკეცი სისტემა. სავარაუდოდ, საცდელი ერთეულები არის საკმაოდ სუსტი, რომელთაც გააჩნიათ ძალიან სუსტი შინაგანი მხარე, ვიდრე სრულად ტესტირებულ და გამოშვებულ მოდელს. ეს იმიტომ ხდება, რომ ტესტირების ძირითადი მიზანი იყო Apple–ის მიერ შემუშავებული სისტემის გამძლეობის შეფასება. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ახლა ტესტირება დასრულებულია, სავარაუდოდ, Apple შეაფასებს ორი დასაკეცი მოდელიდან რომელმა უნდა გააგრძელოს განვითარების პროცესი.
პროსერის წყაროების ინფორმაციით, მოწყობილობებმა გამძლეობის ტესტირება გაიარეს და ახლა მათ აფასებს Apple.
2020 წლის ნოემბრის მოხსენებაში ნათქვამია, რომ Apple-მა Foxconn-ს გაუგზავნა დასაკეცი iPhone შესამოწმებლად, რათა კომპანიას 100 000-ზე მეტი გახსნის და დახურვის ტესტი შეესრულებინა, რაც, როგორც ჩანს, Apple-ის ახლადდასრულებული ტესტირების ანალოგია.
UDN პროგნოზირებს, რომ დასაკეცი iphone არ გამოჩნდება 2022 ან 2023 წლამდე. Apple–მა გამოცადა რამდენიმე პატენტი, რომლებიც თარიღდება 2016 წლიდან და როგორც ჩანს, დასაკეც iPhone–ზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს.
კომენტარები