Apple-მა კლავიატურის ინოვაციური მოდელი დააპატენტა
Apple-მა ახალი კლავიატურა დააპატენტა . პატენტის მიხედვით, კლავიატურის კლავიშებზე პატარა ეკრანების განთავსება იქნება შესაძლებელი. გარდა იმისა, რომ ასეთი კლავიატურა ლამაზი იქნება, ის ხმარებისას ბევრად უფრო მოსახერხებელი უნდა იყოს. ასეთ კლავიატურაზე ნებისმიერი კლავიშის გადაკეთება შეგეძლებათ და გამოსახავთ ნებისმიერ ფუნქციას, რაც გინდათ რომ პირდაპირ კლავიატურაზე გქონდეთ. ასევე, ინგლისური სიმბოლოებიდან კირილიცას სიმბოლოებზე გადასვლა შეგეძლებათ. არც განლაგების პრობლემა იქნება, ნებისმიერ დროს შეგეძლებათ კლავიშების QWERTY მოდელიდან, Dvorak მოდელზე გადაწყობა.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რისი გაკეთებაც შეგვეძლება მსგავსი კლავიატურით. მნიშვნელოვანია, რომ ეს საინტერესო იქნება როგორც დიზაინის კუთხით, ასევე, თამაშების მხრივ.
აღსანიშნავია, რომ კლავიატურის ინოვაციაზე მუშაობა საკმაოდ რთულია. ის ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიაა და მასზე ექსპერიმენტირება ხშირად ცუდად მთავრდება.
Apple-ს კლავიატურასთან დაკავშირებით ადრე პრობლემებიც შეექმნა. თუმცა, ეს ინოვაცია ნამდვილად საინტერესო და რაც მთავარია, სასარგებლოც ჩანს.
ვნახოთ რა იქნება, იმედი ვიქონიოთ, რომ კლავიატურის ხმარება ჩვენთვის უფრო კომფორტული და სახალისო გახდება.
კომენტარები