ტურისტი, რომელმაც კოსმოსში ადამიანის ფერფლი კონტრაბანდულად გაიტანა
კოსმოსურმა ტურისტმა, რომელმაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 12 დღე გაატარა, თან წაიღო ძალიან უჩვეულო კონტრაბანდა — ჯეიმს დუჰანის ფერფლი. ეს ადამიანი ცნობილია როგორც მონტგომერი "შოტლანდიელი" სკოტის ორიგინალ სერიალში "ვარსკვლავური გზა".
ლონდონის Times–ის ინფორმაციის თანახმად, რიჩარდ გარიოტმა, რომელიც ერთ–ერთი პირველი ტურისტი იყო, ვინც ISS–ზე გაემგზავრა ჯერ კიდევ 2008 წელს, თან ადამიანის ფერფლი წაიღო და გადამალა ის სადგურის Columbus module-ის იატაკის ქვეშ, სადაც ის დღემდე რჩება.
"ეს სრულიად ფარული იყო", — განუცხადა გარიოტმა გაზეთს. "მის ოჯახს ძალიან ესიამოვნა, მაგრამ ჩვენ ყველანი იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ამ თემაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრეთ. ახლა საკმარისი დრო გავიდა და შეგვიძლია საუბარი."
საინტერესოა, რომ გარიოტი არ არის ერთადერთი ადამიანი, ვინც ცდილობდა დუჰანის ნეშტის კოსმოსში გატანას. The Verge იუწყება, რომ 2008 წელს SpaceX Falcon 1 სარაკეტო სისტემამ ვერ მოახერხა ამ მისიის შესრულება, მაგრამ 2012 წელს, კონტეინერი, რომელშიც ადამიანების ფერფლი იყო მოთავსებული, SpaceX Falcon 9-ის ბორტზე გადაიტანეს.
"რაც გარიოტმა გააკეთა, სასიხარულო იყო,.ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა და ვიცი, რომ დიდი მნიშვნელობა ექნებოდა მამაჩემისთვისაც", — უპასუხა დუჰანის ვაჟმა კრისმა ლონდონის Times-ს.
კომენტარები