გეიმინგ კონსოლი, სადაც საჭმელს გაათბობთ — KFC-ის უცნაური გეგმები აქვს
2020 წელი კიდევ უფრო უცნაური გახდა, რადგან სწრაფი კვების კომპანია KFC, როგორც ჩანს, გეიმინგისთვის განკუთვნილ კონსოლს გამოუშვებს. ჯერ კიდევ ივნისში, კომპანიამ ტვიტერზე ე.წ. KFConsole-ის ტრეილერი დადო, თუმცა ყველამ ჩათვალა, რომ KFC უბრალოდ ხუმრობდა.
ცოტა ხნის წინ KFC-იმ კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ქათმის ხორცისთვის განკუთვნილი ღუმელიც ჩანს, რომელიც KFConsole-ს ექნება. შთამბეჭდავი 240 fps-ის და 4k თავსებადობის გარდა, კონსოლის შესახებ ბევრი დეტალი არ ვიცით.
"ყველამ ვიცით, რომ კონსოლის ომები დაუნდობელია, თუმცა, თავდაჯერებული ვართ, რომ KFConsole ღირსეული კანდიდატი იქნება. ამ კონსოლს თამაშების უმაღლეს დონეზე ჩატვირთვა და პარალელურად, თქვენი საჭმლის გათბობა შეუძლია. რა არ არის ამაში მოსაწონი? თუ Sony-ს და Microsoft-ს აინტერესებთ, როგორ დაუმაგრონ ქათმის ღუმელი კონსოლს, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ".
ბევრი მაინც მიიჩნევს, რომ KFConsole უბრალოდ მარკეტინგული კამპანიაა და KFC-ის კონსოლი დღის სინათლეს ვერასდროს იხილავს, თუმცა ვინ იცის, იქნებ დაპირებები ასრულდეს და გეიმინგ კონსოლით საკვების გათბობა შევძლოთ.
კომენტარები