სხვადასხვა ქვეყნიდან დანახული იუპიტერისა და სატურნის "დიდი შეერთება" — ფოტოები
2020 წლის 21 დეკემბერს უიშვიათესი მოვლენის მომსწრენი გავხდით — მოვლენის, რომელიც დაახლოებით, 800 წელიწადში ერთხელ ხდება და იუპიტერისა და სატურნის "დიდი შეერთების" სახელითაა ცნობილი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი პლანეტა რეალურად როდი "ერთდება". ისინი, უბრალოდ, ერთმანეთთან ძალიან ახლოს მიდიან და დედამიწიდან ამას ისე ვხედავთ, თითქოს ცაზე ორის ნაცვლად ერთი მნათობი იყოს. რა თქმა უნდა, როცა ამ "ორმაგ პლანეტას" ტელესკოპით შევავლებთ თვალს, ცხადი ხდება, რომ ისინი უბრალოდ, ერთმანეთთან ახლოს, ერთმანეთის გასწვრივ მოძრაობენ. მსგავს რამეს, დედამიწელი დამკვირვებლი კიდევ 800 წელი ვერ ნახავს.
ეს უიშვიათესი მოვლენა ენთუზიასტ, თუ პროფესიონალ ასტროფოტოგრაფებს ყურადღების მიღმა, რა თქმა უნდა, არ დარჩენიათ. მათ შორის, საქართველოდანაც შეძლეს ამ ორი პლანეტის "შეერთება" გადაეღოთ. ქვემოთ კი რამდენიმე ფოტოს გთავაზობთ, რომლებზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დანახული "დიდი შეერთებაა" აღბეჭდილი.
კომენტარები