Google იუპიტერის და სატურნის შეერთებას Doodle-ით ეხმაურება
ჩვენი მზის სისტემის ორი უდიდესი პლანეტა — იუპიტერი და სატურნი, 800 წლის შემდეგ პირველად, ყველაზე ახლოს დღეს იქნებიან ერთმანეთთან. საუკუნეების განმავლობაში ეს მოვლენა შობის დროს ხდებოდა — შესაბამისად, "საშობაო ვარსკვლავის" მეტსახელითაც მოიხსენიებენ.
ამ მოვლენის აღსანიშნავად, Google-მა შექმნა ანიმაციური Doodle, რომელიც იუპიტერის და სატურნის შეერთებას გვიჩვენებს.
21 დეკემბრის ღამეს, ჩვენს ცაზე ზამთრის მზედგომაა, იუპიტერი და სატურნი ისე მჭიდროდ დაახლოვდებიან, რომ ორმაგ პლანეტას დაემსგავსებიან. ამ სიახლოვეს უწოდებენ შეერთებას. ამ მოვლენისთვის თვალის მიდევნება კი თბილისიდანაც, დასავლეთის ცაზე, 18:20-დან შეგვიძლია. ამის შესახებ ასტრობიოლოგი მარიკა ტარასაშვილი წერს.
ეს იშვიათი შანსია, დავაკვირდეთ ორი პლანეტა როგორ გამოჩნდება ერთი მნათობის სახით. მოვლენა 21 დეკემბერს, თბილისის დროით 18:20-დან 30 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.
ამავე თემაზე:
კომენტარები