Alexa-ს საშუალებით შეძლებთ დედოფალ ელისაბედის საშობაო მილოცვას მოუსმინოთ
"ალექსა, ჩართე დედოფლის საშობაო დღის მისალოცი გზავნილი", — ეს ფრაზა მალე აქტუალური იქნება, მაშინაც კი, თუ დიდ ბრიტანეთში არ ცხოვრობთ. The Guardian- ის თანახმად, თბილისის დროით 25 დეკემბრის 19 საათიდან, Amazon-ის ამ ხმოვან ასისტენტით (Alexa) დედოფლის მილოცვის მოსმენას შეძლებთ.
თუ გაინტერესებთ, რას შეიძლება შეიცავდეს დედოფლის მისალოცი შეტყობინება, შეგიძლიათ გადახედოთ მისი ყველა წინა საშობაო მილოცვას (1952 წლიდან) The Royal Household’s-ის ვებსაიტზე. გამომდინარე იქიდან, რომ COVID-19-ის გავრცელებამ დიდი ბრიტანეთი აიძულა, ყველაზე მკაცრი საკარანტინე წესები შემოიღოს, ბრიტანელი ხალხი ახალ წელს და შობას ჩვეულ გარემოში ვერ შეხვდება, ხოლო დედოფალ ელისაბედის ჟესტი, ერთგვარად, მცირე ხნით გაქცევაა რეალობიდან. საინტერესოა, რომ საშობაო მილოცვის გასავრცელებლად ის ამჯერად ხმოვან ასისტენტს იყენებს. ეს, შეიძლება, ამ ტექნოლოგიური პროდუქტით მასობრივ მოხმარებაზე მიგვანიშნებდეს.
როგორც ჩანს, ამაზონი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება იყოს: "რთული წლის შემდეგ, მილიონობით ადამიანისთვის სასიამოვნო რამ. მთელი თანამეგობრობის ქვეყნებიდან მოსახლეობა მოუთმენლად ელოდება მისი უდიდებულესობის შეტყობინებას შობის დღეს. ხოლო ჩვენი ინოვაციური ტექნოლოგიის საშუალებით, ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს ექნება საშუალება ისიამოვნოს მისი უდიდებულესობის ამაღლებული სიტყვებით", — ნათქვამია ერიკ კინგის განცხადებაში, რომელიც Amazon Alexa-ს დირექტორია ევროპაში.
კომენტარები