განახლებადი ენერგიის უდიდესი "მეგაპარკი" სინგაპურის ზომის იქნება
სამშაბათს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ, საფუძველი განახლებადი ენერგიის ყველაზე დიდ სადგურს ჩაუყარა, რომელიც 30 გიგავატ ელექტრობას გამოიმუშავებს. ეს მასობრივი პროექტი დასავლეთ გუჯარატის კუტჩის რეგიონში განხორციელდება და ის 72 600 ჰექტარს მოიცავს, რაც მთელი სინგაპურის ფართობია.
"განახლებადი ენერგიის ჰიბრიდული პარკი მსოფლიოში უდიდესი იქნება და 30 000 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს", — განაცხადა მოდიმ პროექტის ფორმალური დაწყებისას.
ამ "პარკში", მზის ბატარეების გარდა, ქარის წისქვილებიც იქნება და სპეციალიზირებული აკუმულატორები, რომლებიც წარმოებულ ენერგიას შეინახავენ. მოდის თქმით, ინდოეთისთვის ენერგოუსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოდის მთავრობა ცდილობს, რომ 2022 წლისთვის 175 გიგავატის ენერგია დააგენერიროს, 2030 წლისთვის კი 450.
განახლებადი ენერგიის პარკთან ახლოს სპეციალური გამფილტრავი ქარხანაც შენდება, რომელიც მარილიან წყალს სასმელ წყლად აქცევს და ის 800 000-მდე ადამიანს სუფთა სასმელი წყლით მოამარაგებს.
კომენტარები