Siri-ს უკვე ცხოველების ხმების გამოცემა შეუძლია
IOS 14.3 ვერსიის გამოსვლასთან ერთად, Siri-მ შეიძინა ახალი შესაძლებლობები, რომელიც გულისხმობს ცხოველისა თუ სხვადასხვა აკუსტიკური ხმის გაჟღერებას. თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ მას: "ჰეი Siri, როგორ ჟღერს _____?" და ის დაიწყებს თქვენთვის სასურველი ხმის გაჟღერებას. თუ iPhone-ის ან iPad-ის მომხმარებელი ხართ, Siri სურათსაც გაჩვენებთ. მართალია, Google ასისტენტს მსგავსი ფუნქცია უკვე რამდენიმე წელია აქვს, მაგრამ ახლა ის ხელმისაწვდომია iPhone, iPad და HomePod-ისთვისაც.
Apple-მა არ განმარტა, თუ რამდენი ტიპის ხმა დაემატა ხმოვან ასისტენტს, მაგრამ Siri-ს შეუძლია ცხოველების უმრავლესობის ხმების გამოსცემა. ამ მომენტში, როგორც ჩანს, ბგერები შემოიფარგლება მხოლოდ ცხოველებით, მანქანებით და მუსიკალური ინსტრუმენტებით. ზოგიერთი მომხმარებელი შეეცადა ეთხოვა Siri-სთვის ბუნების ხმების გამოსცემა, მაგალითად, ჭექა-ქუხილი ან ჩანჩქერი, მაგრამ Siri-მ სამწუხაროდ ვერ შეძლო.
საინტერესოა, რომ Siri-ს აქვს ძაღლების სხვადასხვა ჯიშის ხმების ნიმუშები, ასე რომ თქვენ შეძლებთ გაიგოთ როგორ ჟღერს ინგლისური მასტიფის ხმა Shih Tzu-სთან შედარებით. აშკარად არსებობს რამდენიმე რამ, რომლზე პასუხიც Siri-ს არ აქვს, ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, თუ თქვენ ჰკითხავთ როგორ ჟღერს ადამიანის ხმა, ის არც კი ეცდება მსგავსი ხმის გაჟღერებას.
Siri-ს შეგიძლიათ ჰკითხოთ როგორ გამოსცემს ხმოვნებს, მსგავსი ფუქნციები თუ თქვენ გყავთ ბავშვები, დაგეხმარებთ ბავშვებისთვის საინტერესო თემების, ხმოვან ვიზუალიზაციაში. ხშირად, ბავშვები კითხულობენ როგორ ხმებს გამოსცემენ ცხოველები, ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ მელიას ხმა ხალხის ყვირილს წააგავს. Siri-ის გამოყენებით შეძლებთ ამაში თავად დარწმუნდეთ.
კომენტარები