მეცნიერები ამბობენ, რომ ახალ ტექნოლოგიას შარდის სასმელ წყლად გარდაქმნა შეუძლია
ცხოვრება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე არის გაკვეთილი ეფექტიანობის შესახებ. ამის კარგი მაგალითია NASA–ს ინიციატივა — ასტრონავტებმა გადაამუშავონ შარდი სასმელ წყლად. კომპანია, რომელიც შექმნილია ჩამდინარე, სასმელად გამოუსადეგარი წყლის გადამუშავებისთვის, ითანამშრომლებს NASA-სთან — იუწყება CNN. კომპანიის მიერ შექმნილი ტექნოლოგია დაეხმარება კაცობრიობას დაძლიოს გამოწვევები და გაზრდის სუფთა წყლის ხელმისაწვდომობას მთელს მსოფლიოში.
მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსურ სივრცეში ასტრონავტებს სჭირდებათ წყალმომარაგების სისტემა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასტრონავტები სუფთა წყლის მისაღებად მხოლოდ შარდის გამოყოფის გზას უნდა დაეყრდნონ. მეტიც, Aquaporin, კომპანია, რომელიც ამ სისტემის უკან დგას, ვარაუდობს, რომ იგივე ტიპის ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა სახის ჩამდინარე წყლების გასაწმენდად ან არსებული სასმელი წყლის მარაგების გაფილტვრისთვის იმ დონემდე, რომ მათი გამოყენება შესაძლებელი გახდეს.
ტექნიკა მუშაობს ისევე, როგორც თქვენი თირკმლები. ის ფილტრავს დაბინძურებულ სითხეს, ტექნიკაში ჩასხმული წყალი მიედინება განყოფილებაში, რომელსაც აკვაპორინებს უწოდებენ. სწორედ ისინი უზრუნველყოფენ წყლის გაფილტვრას.
”მას უზარმაზარი პოტენციალი აქვს”, — განუცხადა CNN-ს დანიის უდიდესი სახელმწიფო ორგანიზაციის BIOFOS-ის ინოვაციების მენეჯერმა — დინეს ტორნბერგმა. ”მე ვფიქრობ, რომ Aquaporin სისტემამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს მომავალში ჩამდინარე წყლებისგან სუფთა, ხელმისაწვდომი სასმელი წყლის მიღებას. მე ნამდვილად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ამგვარი ტექნოლოგიებით შეგვიძლია დავძლიოთ წყლის დეფიციტი და მსოფლიოს მრავალ ნაწილში გავუმკლავდეთ ამ პრობლემას.”
დაახლოებით, 2 მილიარდ ადამიანს არ აქვს სუფთა სასმელი წყალი, CNN–ის თანახმად, ხოლო ტექნოლოგიას, როგორსაც Aquaporin ფლობს, შეუძლია ხელი შეუწყოს, მსოფლიოს მაშტაბით, ადამიანების სუფთა წყლით უზრუნველყოფას.
კომენტარები