ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სკოლამ, Mastercard–თან პარტნიორობით, დღეს ციფრული ინტელექტის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც აღწერს ქვეყნების მიერ ციფრული ეკონომიკის განვითარებაში მიღწეულ პროგრესს, რაც გამოხატულია ნდობის ამაღლებითა და მილიარდობით ადამიანის დაკავშირებით.

2014-სა და 2017 წლის ადრინდელ გამოცემებზე დაყრდნობით, ამ წლის ინდექსი გლობალური ციფრული განვითარების სურათს კარგად გვიხატავს. იგი ასახავს მნიშვნელოვან ფაქტორებს ცვლილებებისა და იმპულსის გასაზრდელად, ასევე კარგად წარმოგვიდგენს, თუ რას ნიშნავს ეს ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით კი გლობალური პანდემიის პირობებში და პოსტპანდემიურ მსოფლიოშიც.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აშშ-ს, სამხრეთ კორეის, ტაივანის, არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და გერმანიის დინამიური ციფრული ეკომომიკა OECD–ის ზრდის ტემპს, 2020 წლის მეორე კვარტალში, გლობალური დაბლოკვის ფონზე, მნიშვნელოვნად აღემატებოდა. მათთვის დამახასიათებელია მაღალი დონის პროფესიონალები, აქტიური R&D თანამშრომლობა ინდუსტრიასა და აკადემიას შორის და მოთხოვნა ციფრული პროდუქტების შექმნისა თუ მოხმარების კუთხით.

ფლეტჩერის სკოლის გლობალური ბიზნესის დეკანმა, ბასკარ ჩაკრავორტიმ, თქვა: "პანდემია შეიძლება იყოს მსოფლიოს ციფრული განვითარებისკენ მიმავალი პროგრესის ყველაზე სუფთა ტესტი. ჩვენ გვაქვს უფრო მკაფიო შეხედულება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია დინამიურ ციფრულ ეკონომიკას ხელი შეუწყოს ეკონომიკურ მდგრადობას გლობალური არეულობის პერიოდშიც კი და ის შეიძლება სასარგებლოც კი გამოდგეს მდგომარეობის გამოსწორებისა და ცვლილებებისთვის.”

სხვა დასკვნები ასევე მოიცავს:

· დღესდღეისობით, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ორი მესამედი ონლაინ რეჟიმშია, ჩვენ შევდივართ "დაშვების შემდეგ ფაზაში", სადაც მხოლოდ წვდომა საკმარისი არ არის. ასპექტები, როგორებიცაა წვდომის ხარისხი, ციფრული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება, ანგარიშვალდებული ინსტიტუტები, მონაცემთა მკაცრი მართვის პოლიტიკა და ნდობის ამაღლება, უფრო დიდი ფაქტორებია ციფრული კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის დასადგენად.

· განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნების ახალგაზრდები განსაზღვრავენ ციფრული აქტიურობის მაღალ მაჩვენებელს, რაც მოტივაციაა მთავრობებისთვის, რომ ხელი შეუწყონ თავიანთი ეკონომიკის გაციფრულებას.

მასტერქარდში, Cyber & Intelligence მიმართულების ხელმძღვანელმა — აჯაი ბჰალამ, განაცხადა: "აქამდე ასეთი გამძაფრებული საჭიროება არასდროს ყოფილა იმ ფაქტორების გასარკვევად, რომლებიც ციფრული განვითარებისა და ნდობისკენ გვიბიძგებს. ამ ცოდნის წყალობით, ბიზნესებსა და მთავრობებს ერთად მუშაობა შეუძლიათ, რათა 7.6 მილიარდმა ადამიანმა შეძლოს ციფრული ეკონომიკის დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი რამ გაურკვეველია, აშკარაა, რომ ციფრული წარმატება ჩვენი კოლექტიური აღმშენებლობის მთავარი აგენტი იქნება."

გლობალური ხედვა ციფრული ევოლუციისა და ნდობის შესახებ

წლევანდელი ინდექსი ორი მთავარი კომპონენტით ფასდება: ციფრული ევოლუცია და ციფრული ნდობა. Digital Evolution აფიქსირებს ეკონომიკის ისტორიულ იმპულსს ფიზიკური წარსულიდან ციფრულ აწმყოში. ციფრული ნდობა კი ხიდია, რომელიც მის მოგზაურობას ციფრული აწმყოდან ინტელექტუალურ და ინკლუზიურ ციფრულ მომავალში ხდის შესაძლებელს.

მსოფლიოს ონლაინ მოსახლეობის 95%-ის აღრიცხვისა და 12 წლის მონაცემების გაანალიზების შესაბამისად, Digital Evolution-ის ქულა ზომავს 160 ინდიკატორს 90 ეკონომიკაში, ოთხი ძირითადი საყრდენიდან: ინსტიტუციური გარემო, მოთხოვნის პირობები, მიწოდების პირობები და ინოვაციებისა და ცვლილებების შესაძლებლობები. აღნიშნული სეგმენტი კი ოთხ კატეგორიად იყოფა:

Stand Out ეკონომიკა — სინგაპური, აშშ, ჰონგ კონგი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, გერმანია, ესტონეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ისრაელი, ჩეხეთი, მალაიზია, ლიტვა და ყატარი — ისინი ციფრული თვალსაზრისით მაღალ დონეზე არიან განვითარებულნი. ისინი არიან ლიდერები ინოვაციების მართვის სფეროში და ეფექტურად იყენებენ თავიანთ უპირატესობებს.

Stall Out ეკონომიკა — შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, იაპონია და კანადა — მათ აქვთ მომწიფებული ციფრული ეკონომიკა, თუმცა ციფრული იმპულსის შენელება ახასიათებთ. ისინი სიჩქარეს მდგრადობაში ცვლიან და როგორც წესი, ციფრული ჩართვის გაფართოებასა და ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობაში დებენ ინვესტიციას.

Break Out ეკონომიკა -— ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია, პოლონეთი და რუსეთი — ისინი სწრაფად ვითარდებიან. ამგვარი იმპულსითა და ზრდის მნიშვნელოვანი საყრდენით, ისინი ძალიან ხშირად მიმზიდველია ინვესტორებისთვის.

Watch Out ეკონომიკა — ნიგერია, უგანდა, კოლუმბია, პერუ, პაკისტანი და შრი-ლანკა — მათ მრავალი ინფრასტრუქტურული ხარვეზი აქვთ. ამისდა მიუხედავად, ახალგაზრდები ენთუზიაზმს ციფრული მომავლის მიმართ მაინც გამოხატავენ.

Digital Trust ქულა 198 ინდიკატორს ზომავს 42 ქვეყნის ინდექსის ეკონომიკაში ოთხ მთავარ საყრდენზე: ქცევა, დამოკიდებულება, გარემო და გამოცდილება.

ისეთი ეკონომიკები, როგორიცაა ბრაზილია, კოლუმბია და მექსიკა, იმპულსის შექმნას ქცევის ქულების მიხედვით აპირებენ, რაც გამოიხატება სოციალურ მედიასა და სხვა ახალ ტექნოლოგიებში ჩართულობით.

ისეთ ეკონომიკებში, როგორიცაა ჩინეთი, ინდონეზია და ვიეტნამი, სულ უფრო იმედიანად ეკიდებიან ციფრულ მომავალს. ამ პროცესს კი ციფრული მიღებისა და შესაძლებლობების სწრაფად გაფართოებამ შეუწყო ხელი.

ეკონომიკა, რომელსაც ციფრული მიღებისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავების მიდგომის მეთოდებთან უფრო დიდი გამოცდილება აქვს, გვხვდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: შვედეთი, ნიდერლანდები და დანია. ისინი იზიარებენ ზომებს, რომლებიც ნდობის გარემოს აძლიერებს, რაც შეიძლება გამოხატული იყოს კონფიდენციალურობის, უსაფრთხოებისა და ანგარიშვალდებულების პოლიტიკით. ამ ქვეყნების მოქალაქეებს უფრო ოპტიმისტური დამოკიდებულება აქვთ ციფრული განვითარების მომავლის მიმართ.

ისეთი ეკონომიკა, როგორიცაა შეერთებული შტატებში, ჰონგ კონგში, ტაივანში, სამხრეთ კორეასა და სინგაპურში, მოქალაქეებს უპრობლემოდ უქმნიან გამოცდილებას, რაც მოწინავე ინფრასტრუქტურას, ფართო წვდომასა და შეუდარებელ ურთიერთქმედებას უზრუნველყოფს. ამის პასუხი კი მაღალი დონის ჩართულობაა, რაც აღნიშნულ ეკონომიკას აშკარა უპირატესობას სთავაზობს "beyond access"-ის მომავალში.