Google ალკოჰოლისა და აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვის ფუნქციას ამატებს
Google–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, სურვილისამებრ, შეზღუდონ ალკოჰოლის და გემბლინგის რეკლამები.
ეს ხდება მათთვის, ვინც მსგავსი რეკლამების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარეა. ალკოჰოლიზმისგან და აზარტული თამაშებზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის მსურველებს ეს ნამდვილად გამოადგებათ.
Google-ს მსგავსი ფუნქცია ადრეც ჰქონდა, მაგრამ ის ზოგადი იყო და ბევრ კატეგორიას მოიცავდა. ეს შეზღუდვები შეგეძლოთ ასაკისა და ეროვნების მიხედვით გამოგეყენებინათ. რაც შეეხება, უშუალოდ, ახალ ცვლილებას, ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საკუთარ თავს, სურვილისამებრ, დაუწესოს შეზღუდვები.
ხსენებული ორი კატეგორია ერთმანეთთან დაკავშირებული არაა, თუ თქვენ არ გაწუხებთ აზარტული თამაშების რეკლამა, მაგრამ მგრძნობიარე ხართ ალკოჰოლის მიმართ, ან პირიქით, შეგიძლიათ შეზღუდოთ ერთი კონკრეტული.
აღსანიშნავია, რომ ფუნქცია მხოლოდ ალკოჰოლისა და სათამაშო რეკლამების რაოდენობის შემცირებას გვპირდება და არა, რა თქმა უნდა, მათ მთლიან აღმოფხვრას.
"ეს ფუნქცია რეკლამის პარამეტრებში თანდათან გავრცელდება და დაიწყება YouTube Ads-ით აშშ-ში. ჩვენ მიზნად ვისახავთ იგივე დავნერგოთ Google Ads-სა და YouTube-ზე გლობალურად, 2021 წლის დასაწყისში", — ამბობენ Google-ში.
შესაბამისად, რომელიმე კატეგორიის გამორთვის სურვილი თუ გექნაბათ, შეგეძლებათ გადახვიდეთ თქვენ Ad Settings page-ზე. როდესაც ეს ცვლილება თქვენს ანგარიშზეც აისახება, ღილაკები კი ვებგვერდის ბოლოში განთავსდება.
კომენტარები