The Game Awards-ის 2020 წლის ღონისძიებაზე, თამაშ Fortnite-ის დეველოპერულმა კომპანია Epic-მა დაასახელა უახლესი პერსონაჟი, რომელიც გამოჩნდება Fortnite-ში. კომპანიის მიერ დასახელებული პეროსანაჟია Master Chief, პერსონაჟი თამაშ Halo-დან. ეს სიახლე არ არის გასაკვირი, რადგან ინფორმაციამ რამდენიმე დღის წინ გაჟონა. კარგი ამბავია ისიც, რომ ამ წუთისთვის პერსონაჟი უკვე ხელმისაწვდომია. Epic-მა ასევე განაცხადა, რომ The Walking Dead-ის პერსონაჟებს თამაშშის ახალ სეზონშიც ვიხილავთ.

რამდენიმე კვირაა, Fortnite დატვირთულია სიახლეებით. დეკემბერი დაიწყო სეზონის დასრულების ღონისძიებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო Galactus-მა , დეკემბრიდანვე დაიწყო ახალი სეზონი, რომელშიც გამოჩნდნენ ახალი პერსონაჟები, როგორებიცაა The Mandalorian და Baby Yoda . Epic-მა ასევე წამოიწყო ახალი სააბონენტო მომსახურება, სახელწოდებით — Fortnite Crew, თამაშის ექსკლუზიური ნივთებით. გეიმერებს ამ მომსახურების მისაღებად თანხის გადახდა ყოველთვიურად მოუწევთ.