Gmail-სა და Google-ის სხვა აპლიკაციებს Internet Explorer-ზე მხარდაჭერა 2021 წელს შეუწყდება
მანამ სანამ Microsoft თავის ახალ ბრაუზერს Microsoft Edge-ს აძლიერებს ქრომიუმის ძრავაზე, კომპანიის წინა პროგრამა, ბრაუზერი Internet Explorer 11 ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. კომპანია ამ პროგრამის მხარდაჭერას 2021 წლის მარტში შეწყვეტს.
ამას ემატება ისიც, რომ Microsoft Teams 30 ნოემბრიდან Internet Explorer-ზე მხარდაჭერა შეუწყდა და სხვა Microsoft 365 აპლიკაციას 2021 წლის აგვისტოში შეუწყდება სრულიად წვდომა.
ამის ფონზე, Google Workspace აპლიკაციებს შეუწყდებათ Internet Explorer 11-ის მხარდაჭერა 2021 წლის 15 მარტს. ამ აპლიკაციებში შედის Gmail, Google Calendar, Drive, Docs/Sheets/Slides, Meet, Chat, Keep, Currents და სხვები. შესაძლოა, ამ პროგრამებმა გარკვეულწილად კვლავ იმუშაონ მარტის შემდეგ, მაგრამ სრულ ფუნქციებს უკვე ვეღარ გამოიყენებთ.
თუ ჯერ კიდევ IE 11-ს იყენებთ, ამ კვირიდან დაინახავთ გაფრთხილებებს ბრაუზერში, სადაც ეწერება, რომ რაც შეიძლება მალე შეიცვალოთ პროგრამა, წინააღმდეგ შემთხვევაში 15 მარტიდან, იგი სწორად ვეღარ იმუშავებს. კომპანია Google ოფიციალურ რეკომენდაციას უწევს შემდეგ ბრაუზერებს: Google Chrome, Firefox, Safari და Microsoft Edge. ეს ყველაფერი კი ხდება იმის გამო, რომ მათ აგვარიდონ ყველანაირ მხარდაჭერის პრობლემას, რასაც აწ უკვე მომავალში შევხვდებით.
კომენტარები