რა ევალებათ წარმატებულ კომპანიებს გადასახადების გადახდისა და თანამშრომლებზე ზრუნვის გარდა? შესაძლოა, რამდენიმე ათწლეულის წინ ამ კითხვაზე პასუხი "სხვა არც არაფერი" ყოფილიყო, მაგრამ დღეს სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. ბრენდებისგან მეტს ველით, ვიდრე უბრალოდ პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებაა. თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანია, რას აკეთებს მათი დამსაქმებელი გარემოს გასაუმჯობესებლად, კლიენტებს კი აინტერესებთ, თუ რა ღირებულებების მქონე ბრენდს ანდობენ საკუთარ ფულს. რაც უფრო იზრდება კომპანია, მით მეტი გავლენა აქვს გარემოზე. დიდ ძალას კი, როგორც ძია სემი იტყოდა, დიდი პასუხისმგებლობა მოჰყვება.

ცოტა ხნის წინ აჭარაბეთმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა წარადგინა. iniciativa.ge ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა იმ პროექტსა თუ წამოწყებას, რომელიც კომპანიას აქამდე განუხორციელებია, ან – სამომავლოდ გეგმავს.

"კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს საკუთარი ნებით აიღო გარკვეული ვალდებულებები და შეასრულო ისინი - საზოგადოების წინაშე. აჭარაბეთი იზიარებს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას და შეაქვს საკუთარი წვლილი. ამ დრომდე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის ფინანსური წვლილის შეტანის კუთხით და წინ კიდევ ბევრი ინიციატივა გველის, რომელიც სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანებს გააერთიანებს", – აცხადებს აჭარაბეთის მარკეტინგის დირექტორი, ირაკლი დავარაშვილი.

აჭარაბეთის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია 5 ძირითად მიმართულებას მოიცავს:

პლატფორმის მიზანია, წვლილი შეიტანოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, აქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ საკითხებში. კომპანია ისეთ პროექტებზე ორიენტირდება, რომელთაც გრძელვადიანი სარგებელი მოაქვთ ქვეყნისათვის.

პასუხისმგებლიანი თამაში

პასუხისმგებლიანი თამაში კომპანიის სტრატეგიის მთავარი ნაწილია. ახალ პლატფორმაზე martetamashi.ge განთავსებულია სასარგებლო რჩევები და ხელსაწყოები ყველა დაინტერესებული პირისათვის.

პასუხისმგებლიანი თამაში არის კოლექტიური ქმედების და საერთო პასუხისმგებლობის შედეგი, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარე იზიარებს: სათამაშო ინდუსტრია, სახელმწიფო და თავად მოთამაშეები.

აუცილებლად უნდა გამოვყოთ სასარგებლო ხელსაწყოები: კალკულატორი, რომელიც იმის გამოთვლაში გეხმარება, თუ შემოსავლის რა ნაწილს ხარჯავ აზარტულ თამაშებში და მოთამაშის ტესტი, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების განვითარების რისკს ზომავს.

გაიარე მოთამაშის ტესტი და გადაამოწმე შენი თავი

სპორტის მხარდაჭერა

აჭარაბეთი მხარს უჭერს ქართულ სპორტსა და სპორტსმენებს: ეს მიმართულება მოიცავს კალათბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობას, კალათბურთის სამოყვარულო ლიგის სპონსორობას, სამთო-სათხილამურო შეჯიბრის სპონსორობას, ექსპედიციების წახალისებას საქართველოს რეგიონებში და ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.

სპორტის ზოგადი მხარდაჭერის გარდა, აჭარაბეთი ქართველ პერსპექტიულ სპორტსმენებსაც უადვილებს წინსვლას. კომპანია ცდილობს, მსოფლიოს მასშტაბით ქართველი სპორტსმენების ცნობადობა გაზარდოს და მათ მნიშვნელოვან შეჯიბრებებსა თუ ტურნირებზე მონაწილეობაში ეხმარება.

აჭარაბეთის საპატიო ელჩი გიგა ჭიკაძე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონია კარატეში, კიკბოქსინგსა და ჯიუჯიცუში, იმის მაგალითია, თუ რამდენი რამის მიღწევა შეუძლია სპორტსმენს შესაბამისი მხარდაჭერის პირობებში. აჭარაბეთი სპორტსმენს ხელს უწყობდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იგი სპორტულ კარიერაში საწყის ნაბიჯებს დგამდა. სწორედ ამ პერიოდში გახდა ის მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მფლობელი. ჭიკაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც მედისონ სქვეარ გარდენში გამართულ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა.

ამავე თემაზე: აჭარაბეთის საპატიო ელჩი გიგა ჭიკაძე UFC-ში დაუმარცხებელია

ტექნოლოგიები და ინოვაციები

ტექნოლოგიები და ინოვაციები კიდევ ერთი სფეროა, რომელშიც აჭარაბეთი ინვესტიციას მუდმივად ახორციელებს.

2020 წლის 18-21 ივნისს აჭარაბეთის ინიციატივით Startup Grind Tbilisi Georgia-სთან ერთად ტექფესტივალი atech Restart გაიმართა. ფესტივალის მთავარი თემა კორონავირუსის მიერ შექმნილ ახალ რეალობასთან ადაპტაცია იყო. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა იდეების კონკურსი თემაზე "როგორ უნდა გავერთოთ მომავალში თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით?". ფესტივალის საპრიზო ფონდი 20,000 ლარით განისაზღვრა.

2019 წელს აჭარაბეთმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, Tech Jam-ს უმასპინძლა. კონკურსზე დარეგისტრირებული გუნდების ამოცანა იყო, ქვემოთ ჩამოთვლილი სფეროებიდან რომელიმე თემაზე საინტერესო და ინოვაციური პროექტი შეექმნათ.

  • Big Data
  • Gamification
  • Internet of Things
  • Artificial Intelligence
  • E-Commerce
  • Blockchain

კონკურსის ბოლოს გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი. თითოეული გუნდი 5000 ლარით დაჯილდოვდა.

დონაცია

დიდ გამოწვევებს აქვთ უნარი, ყველა მნიშვნელოვანი ადამიანი თუ ორგანიზაცია ერთი მიზნის გარშემო გააერთიანონ. კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად აჭარაბეთმა, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალ სხვა კომპანიებთან ერთად 1,000,000 ლარი გამოყო. გარდა ამისა, აჭარაბეთმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სახელმწიფოს ნახევარი მილიონი ლარი გადასცა, რომელიც სწრაფი ტესტების შეძენას მოხმარდა.

ადამიანები

შეზღუდვებით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები ჩვენს უამრავ თანამოქალაქეს შეეხო. ათასობით ადამიანი დარჩა უსამსახუროდ და ყოველდღიური საკვების გარეშე. აჭარაბეთმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სტეფანეს საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა, რომლის ნახვაც მხოლოდ დისტანციურად, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში და პლატფორმა ინიციატივის ფეისბუქ გვერდზე იყო შესაძლებელი.

შემოსული თანხა იმ ადამიანებს გადაეცათ, რომლებიც კორონავირუსის გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ: 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს, მარტოხელა დედებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და შშმ პირებს.


აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო გუჯაბიძის თქმით, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აჭარაბეთი მომავალში არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს. კომპანია პასუხისმგებლიანი თამაშის მიმართულებას კიდევ უფრო განავითარებს, პარალელურად კი, საკუთარ რესურსებს სპორტის, ინოვაციებისა და ადამიანების მხარდასაჭერად მიმართავს.