თავიდანვე ცნობილი იყო, რომ Google Stadia და YouTube ითანამშრომლებდნენ. უკვე დღეიდან, Stadia-ს ნებისმიერ მომხმარებელს, YouTube-ის გამოყენებით, თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია შეეძლება.

კომპიუტერული მაგიის წყალობით, თქვენ YouTube-ის კონკრეტულ ღილაკზე დაჭერით თამაშს დაიწყებთ. ამ თამაშის საყურებლად შეგეძლებათ მეგობრების მოწვევა და რაც მთავარია, თქვენ საკუთარი თამაშის YouTube-ით პირდაპირ ტრანსლაციას შეძლებთ.

ახალი ფუნქციის გამოყენება უკვე შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა YouTube-ის ანგარიშის Stadia-ს ანგარიშებზე მიბმა.

9to5Google-ის თანახმად, ტრანსლაციას უნდა მიანიჭოთ სათაური და შეავსოთ რამდენიმე პარამეტრი. მაგალითად, არის თუ არა თქვენი ტრანსლაცია ბავშვებისთვისაც.

მიუხედავად ამისა, ჯერ ბოლომდე არ არის ნათელი, 4K რეჟიმში ტრანსლაცია როდიდან იქნება შესაძლებელი. ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ Stadia Pro-ს გამოწერა, ეს კი თვეში 9.99 დოლარი დაგიჯდებათ.

ეს ახალი ფუნქცია ნამდვილად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ სერვისისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში, Cyberpunk 2077 ამ კვირაში ეშვება.

ძალიან ბევრი იქნება ისეთი, ვისაც Cyberpunk 2077-ის თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია მოუნდება. ეს პირველი სერიოზული გამოცდა იქნება Google Stadias-თვის.

ერთი რამ ფაქტია, თამაშების ინდუსტრიაში ნამდვილი გადატრიალების მომსწრენი ვხდებით.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.