ჩინეთი "ამინდის მოდიფიკაციის" მასშტაბურ პროგრამას იწყებს
ამ კვირას ჩინურმა მთავრობამ განაცხადა, რომ ის ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებას გეგმავს, რომელიც ამინდს მნიშვნელოვნად შეცვლის.
ათობით წელია, რაც არსებობს სპეციალიზირებული ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც ცაში გატყორცნილი ვერცხლის მოლეკულები წყლის კონდენსაციას და ღრუბლების წარმოქმნას აჩქარებს. ჩინეთი ამ ტექნოლოგიას ხშირად იყენებს.
თუმცა, ამჯერად ჩინეთის მთავრობა ამინდის მოდიფიკაციის ბევრად ინტენსიურ პროგრამას გეგმავს. ახალი გეგმის მიხედვით, ამინდის ხელოვნური ცვლილება 8,8 მილიონ კვადრატულ კილომეტრს 2025 წლისთვის დაფარავს. ეს არეალი ინდოეთზე დიდია და გეგმის განხორციელების შემთხვევაში, ბუნებაზე მნიშვნელოვნად აისახება.
ინდოეთი შიშობს, რომ ჩინეთის ამინდის მოდიფიკაციის პროგრამა ინდოელ ფერმერებს საქმიანობაში ხელს შეუშლის და ამგვარად, ჩინეთი ამინდს ერთგვარ იარაღად გამოიყენებს, რადგან ორ ქვეყანას შორის დაძაბული სიტუაციაა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა ამინდის მოდიფიკაცია 2008 წლის ოლიმპიური თამაშების დროსაც გამოიყენა, რათა მოწმენდილი ცა ყოფილიყო და სპორტული შეჯიბრები არ შეფერხებულიყო.
კომენტარები