შავი ყუთის შიგნით — როგორ ზეგავლენას ახდენენ API-ები ბუღალტრებზე
დღეისათვის, ბუღალტრების ყოველდღიური ცხოვრება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია API-ებზე, თუმცაღა, ბუღალტრებმა ზუსტად როდი იციან, რა არის ეს სისტემა და როგორ მუშაობს.
ბუღალტრების ცხოვრება განსაკუთრებით შეიცვალა ბოლო რამდენიმე წელიწადში, რაც ყოველდღე განვითარებადი აპლიკაციური პროგრამირების ინტერფეისი ან API-ების დამსახურებაა.
მართალია ბუღალტრებისთვის პროგრამირების ცოდნა ან API-ის მუშაობის პრინციპებში საფუძვლიანად გარკვევა სავალდებულო არ არის, თუმცა საწყისების ცოდნა მათ ეხმარება საბუღალტრო პროცესში თავიანთი როლის უკეთ დანახვაში. მეტიც, ეს ძალისხმევა მათ საშუალებას მისცემს ახალი თვალით შეხედონ მათი პროფესიის განვითარების შესაძლებლობებს მომავალში.
რა არის API-ები?
აპლიკაციური პროგრამირების ინტერფეისები ერთმანეთთან ორი სახის პროგრამულ უზრუნველყოფას აკავშირებენ, გარკვეული შეთანხმებული პროტოკოლების დაცვით, რათა მონაცემების მიმოცვლა ორივე მხარეს სწორად განხორციელდეს. ის ეარმოადგენს ე.წ. მილებს, რომლებიც cloud accounting software-ს აკავშირებენ third party აპებთან, ბანკის feed-ებთან, HMRC-სთან და Companies House data-სთან.
API-ები ხშირად გაიგივებულია უნივერსალურ შემაერთებლებთან, რადგანაც ისინი გვთავაზობენ მსგავს ფუნქციებს, მიუხედევად იმისა, რა ოპერაციული სისტემა აყენია ამა თუ იმ მოწყობილობაზე.
API-ები განსაკუთრებით უყვართ ვებდეველოპერებს, რადგან მათ შეუძლიათ თავიანთი დაწერილი კოდი სხვადასხვა აპლიკაციებზე, მონაცემთა ბაზებსა და ვებსერვისებზე ისევ გამოიყენონ, ხოლო მომხმარებლებს ის ახალი წყაროების მოძიებასა და კომუნიკაციების დამყარებასთან დაკავშირებული აპლიკაციებისა თუ Google-ის საშუალებით ეხმარება.
რაში იყენებენ ბუღალტრები API-ებს?
დღეისათვის, ბუღალტრები დამოკიდებულნი არიან სხვადასხვა API-ებზე. დიდი cloud accounting-ის პროვაიდერების API-ები third-party app ეკოსისტემებთან დაკავშირების საშუალებას იძლევა. ისინი ფინანსური ინსტიტუციების API-ებზე არიან დამოკიდებულნი, რათა ბანკში არსებული მონაცემები მოიზიდონ და შეუერთონ HMRC-ის API ბიბლიოთეკას დღგ-ს დეკლარაციების წარსადგენად და კლიენტზე სტატუსისა და ვალდებულებების შესახებ მონაცემების მისაღებად.
სააღრიცხვო სისტემის API-ს ჩართვით, აპლიკაციის პარტნიორს შეუძლია თავისი საქმიანობა უფრო მარტივად შეასრულოს და გადაჭრას ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ინვოისების დევნა და ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება, რომელსაც ძირითადი პროგრამა ვერ გაუმკლავდებოდა. ეს დეველოპერები კი ღრუბლოვანი აღრიცხვის API-ს ისეთი მონაცემების მოსაზიდად იყენებენ, როგორებიცაა ანგარიშების სქემა ან ტრანზაქციული მონაცემები, ისინი ასევე აქტიურად იყენებენ ორმხრივ ინტეგრაციას, რათა საკუთარი მონაცემების პირდაპირ ძირითად პლატფორმებზე გამოქვეყნება შეძლონ.
დიდ პლატფორმებს თავიან ვებგვერდებზე გამოყოფილი აქვთ განყოფილებები, რათა მათი მომხმარებლები მუდმივად ინფორმირებულნი იყვნენ უახლეს მოვლენებზე და შეამოწმონ თავიანთი პროგრამები, სანამ ისინი აპლიკაციების ბაზრების სიაში არ იქნება ჩამოთვლილი.
ბანკის არხების განვითარება და MTD-ს დანერგვა
ბანკის არხის API-ებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადეს მას შემდეგ, რაც Xero-მ მიიღო Yodle-ს მონაცემთა შესაძლებლობებზე წვდომა, ცხრა წლის წინ. დღეს კი უკვე ბანკები, fintech-ისა და საბუღალტრო აღრიცხვის დეველოპერები Open Banking API-ს გაშვებას ცდილობენ.
სექტემბრიდან მოყოლებული, წამყვანი ბანკები იძულებულნი გახდნენ ეს განეახლებინათ და საკუთარ ფინანსურ სერვისებში Open Banking API სისტემა დაენერგათ. Open Banking სისტემამ კი გადალახა უსაფრთხოების საკითხები, რაც უფლებამოსილ ინფორმაციულ პროვაიდერებს (AISP) აძლევდა (მხოლოდ წაკითხვის უფლებით) საბანკო ანგარიშის ინფორმაციას.
OpenWorks-ის თანადამფუძნებელი, ოლი ბეთსი, რომლის კომპანიაც სწორედაც რომ Open Banking API სისტემებს სთავაზობს ბაზარს, ამბობს, რომ ეს არის კავშირის უფრო უსაფრთხო და საიმედო მეთოდი ეკრანის გამოჩენის არიდების თვალსაზრისით, რომელიც პირადი მონაცემების გაზიარებას მოითხოვდა და სანდოობაც ნაკლები იყო, რადგან პატარა ცვლილებასაც შეეძლო დიდი ზეგავლენა მოეხდინა.
ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე საბუღალტრო API-სთვის მთავრობის მიერ Making Tax Digital სისტემის შემოღებაა, სადაც ღრუბლოვანი აღრიცხვის კომპანიები HMRC-ს API-ს ეყრდნობიან დღგ-ს კვარტალური შეტანისთვის.
ყველა API-ს თავისი დატვირთვა გააჩნია. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს საშემოსავლო, დღგ-ს ან სხვა გადასახადი. ბევრი API მომზადების პროცესში, ბევრი კი HMRC-მა თავის პორტალში ჩააშენა უსაფრთხო გარემოს ტესტირების თვალსაზრისით.
ღია საბუღალტრო აღრიცხვა
Codat-ის აზრით, ბაზარზე სიახლე შემოდის Open Accounting-ის სახით. ამ კომპანიამ შექმნა თავისი API, რომელსაც შეუძლია ყველა მთავარ API-ს პროვაიდერთან ღრუბლოვანი გზით დაკავშირება, მათ შორის როგორებიცაა Sage 50 Accounts და Exchequer. ფაქტობრივად, Codat ცდილობს გააკეთოს სააღრიცხვო მონაცემები, რასაც ღია ბანკი აკეთებს ბანკებისთვის.
ეს საშუალებას აძლევს მესამე პირებს, როგორებიცაა ბანკები, გამსესხებლები და გადახდის პროვაიდერები, გამოიყენონ Codat's API ღრუბლოვანი აღრიცხვის პაკეტიდან მონაცემების მოსაზიდად, ან გაყიდვების მონაცემების კომპანიის ანგარიშებში გადასატანად.
"ღია ბუღალტრული აღრიცხვის" კონცეფციის მთავარი სარგებელი ისაა, რომ მესამე მხარის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიებს უწევთ შექმნან მხოლოდ ერთი ინტეგრაცია და არა თითოეული სააღრიცხვო პაკეტისთვის.
დღეისათვის, 26,000-მა ბრიტანულმა მცირე ბიზნესმა, Codat's API–ს საშუალებით, თავისი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები მესამე პირებს გაუზიარა.
Tide Bank, Fluidly და iZettle უკვე იყენებენ ამ მომსახურებას ბუღალტრული აღრიცხვის პლატფორმებთან დასაკავშირებლად, ახლახან კი კომპანიას 5 მილიონი ფუნტი გრანტი მიენიჭა საბანკო კონკურენციის საშუალებების ფონდისგან, ამ სამუშაოს გასაგრძელებლად.
თანადამფუძნებლის, ალექს კარდონას თქმით, ღია ბუღალტრული აღრიცხვა ბუღალტრების საკონსულტაციო შესაძლებლობებს ხელს შეუწყობს. ის ამბობს: „განსხვავებული წყაროებიდან ფინანსური მონაცემების ათვისება უფრო ადვილი ხდება, რადგან ბიზნესი გადადის ინტეგრირებული პროდუქტებისა და სერვისებისაკენ, რომლებიც API– ით მუშავდება".
"ბუღალტერები უფრო ნაკლებ დროს დახარჯავენ ადმინისტრატორზე, API–ის უფრო ჭკვიანი პროდუქტების წყალობით, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, პროდუქტებიდან რომელი აძლევს მათ კლიენტებს ყველაზე მნიშვნელოვან და საუკეთესო გამოცდილებას, რომ სასარგებლო მრჩეველები იყვნენ", — ამბობს ალექს კარდონა.
API კი დღიდითღე პოპულარული ხდება. გარდა იმისა, რომ ამდენი სხვადასხვა სააღრიცხვო პროცესი კონტროლდება, ისინი ასევე ქმნიან პოტენციალს ახალი მიმართულებების ათვისებისთვის.
ტექნოლოგიების გიგანტურ ბაზარზე კი სულ უფრო ხშირად საუბრობენ დიდი პლატფორმების "დაბლოკვის" სტრატეგიებზე, როგორებიცაა Facebook, Google, QuickBooks და Xero. API კი პირიქით ცდილობს თავისუფლების შენარჩუნებასა და მისი სლოგანის გამართლებას: "ინფორმაციას სურს იყოს თავისუფალი".
კომენტარები