სრულიად უპილოტო/თვითმართვადი რობოტაქსები ჩინეთის ქუჩებში გამოცადეს. AutoX გახდა პირველი კომპანია, რომელმაც ქალაქ შენჟენში გამოუშვა ამ ტიპის მანქანები. რასაკვირველია, ჯერჯერობით, საჯაროდ შესაძლებელი არაა ამ ახალი მანქანებით გადაადგილება, თუმცა, ეს საკმაოდ დიდი ნაბიჯია განვითარებისაკენ.

კომპანია AutoX ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა 5G ტექნოლოგიისა და LiDAR სენსორების დამსახურებით. რობოტაქსებს ძალიან პატარა დაბრკოლებაზეც კი სწრაფი რეაგირება შეუძლიათ. კომპანიამ დახურულ სივრცეში "დაუცველი გარემო" შექმნა, სადაც მანქანის წარმადობა დაიტესტა. ტესტირება წარმატებულად დასრულდა.

ამ ფირმის მანქანები ახლა ტესტირებას გადიან სხვადასხვა ადგილებზე, კალიფორნიის ჩათვლით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩინეთის გზებმა, სადაც საკმაოდ დატვირთული მოძრაობაა, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ავტოპილოტის ტექნოლოგიის განვითარებაში.

თვითმართვადი ავტომობილები ჯერ კიდევ შორსაა სამომხმარებლო პროდუქტად ქცევისგან. მათი მასობრივი გამოყენების მისაღწევად, პირველ რიგში, საჭიროა შესაბამისი რეგულაციების შემოღება და მსოფლიოს ადაპტაცია. მნიშვნელოვანი გამოწვევაა ავტომწარმოებლებმა რეგულატორებს მათ მიერ შექმნილი თვითმართვადი ავტომობილების უსაფრთხოება დაუმტკიცონ. ამის გარდა, მსგავსი ავტომობილების აწყობა საკმაოდ ძვირი ჯდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.