ჩინეთმა "ხელოვნური მზის" რეაქტორი აამუშავა
ჩინეთში გაკეთებული რეაქტორი ერთ დღეს ენერგიის გენერირებას, ბირთვული კატასტროფის ალბათობის და სათბურის აირების ემისიების გარეშე, ატომებს შერწყმით შეძლებს. სტანდარტული ბირთბვული რეაქტორები ატომებს აცალკევებენ.
ამის გასაკეთებლად, სისტემის რეაქტორი ძალიან უნდა გაცხელდეს. უფრო კონკრეტულად, ის მზის ბირთვის ტემპერატორაზე ათჯერ გავარვარებული უნდა იყოს და 150 მილიონ გრადუსს მიაღწიოს.
სირთულეების მიუხედავად, საერთაშორისო საზოგადოება ამ ტექნოლოგიაში მილიარდობით დოლარის ინვესტიციას დებს, რადგან მსგავს თერმობირთვულ რეაქტორს უზარმაზარი პოტენციალი აქვს.
ინჟინრებმა ცოტა ხნის მსგავსი რეაქტორის აშენება სამხრეთ საფრანგეთში დაიწყეს, პროექტში კი 35 ქვეყანა მონაწილეობს. მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოსთვის ენერგოდამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია. ამასთანავე, მეცნიერები ცდილობენ რომ სუფთა ენერგიის წყაროები შეიმუშავონ, რომელიც გლობალური ემისიების შემცირებაში დაგვეხმარება.
ჩინეთის თერმობირთვული რეაქტორი კაცობრიობას ამ მიზანთან აახლოებს. თუმცა, სამუშაო კიდევ ბევრია.
კომენტარები